აშშ-მა თეთრ სახლთან მომხდარი სროლის შემდეგ ავღანელების საიმიგრაციო მოთხოვნების დამუშავება შეწყვიტა

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა ავღანელ მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორი წევრი დაჭრეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა და უსაფრთხოება ჩვენი ერთადერთი ფოკუსი და მისიაა“, – განაცხადა აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ეს ნაბიჯი მოჰყვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდებას მისი მთავრობისადმი, ხელახლა შეისწავლოს ავღანელი მიგრანტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შევიდნენ.
ტრამპმა თეთრი სახლის მახლობლად მომხდარი სროლა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი 2021 წელს აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც