მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესი ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი რიგით მეოთხედ გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ “ლა პულგამ” აღნიშნული ტიტული სრულიად სამართლიანად მოიგო.
“ამბობენ, რომ ამ ჯილდოს მოგებას ჰოლანი იმსახურებდა? ნორვეგიელი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ “მანჩესტერ სიტიში” თამაშობს, ეს გუნდი კი ყოველთვის უამრავ მომენტს ქმნის. მათ მშვენივრად იციან, თუ როგორ მოიგონ თამაშები ერლინის გარეშეც.
მესი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ლეო და კრიშტიანო მალე თამაშს დაამთავრებენ და ახალი თაობის დროც დადგება”, – განაცხადა
ობი მიკელმა.
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანმა ტრავმის გამო ყველა ტურნირზე ჯამში 9 მატჩი გამოტოვა, საიდანაც “ქალაქელებმა” 8-ჯერ იმარჯვეს, ერთხელ კი ფრეს დასჯერდნენ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
“განსხვავება მესისა და რონალდოს შორის? ერთ-ერთი სხვა პლანეტიდანაა” – ობი მიკელი