მარკ რუტე: რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება აქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ესპანურ El País-თან და გერმანულ RND-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მცდელობაზე.

მარკ რუტემ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას უპასუხა.

რუსეთს არც ხმის მიცემის და არც ვეტოს უფლება აქვს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი. თუმცა, NATO-ს ფარგლებში წევრობისთვის ერთსულოვნებაა საჭირო. ვაშინგტონის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ NATO-სკენ შეუქცევად გზას ადგას…

ალიანსის დამფუძნებელი ვაშინგტონის ხელშეკრულება “ნებისმიერ ევრო-ატლანტიკურ ქვეყანას აძლევს გაწევრიანების უფლებას,” – განაცხადა მარკ რუტემ.

ცნობისთვის, -ს მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ სამშვიდობო გეგმაში ნათქვამი იყო, რომ NATO-ს წევრი ვერ გახდებოდა.