ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს, პოლიციამ უკვე დააკავა.
აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორი წევრის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.




