“ყველაფერი ნორმალურად იქნება” – პუტინმა და ლუკაშენკამ უკრაინის საკითხზე ბიშკეკში იმსჯელეს

„სიამოვნებით მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რა ხდება უკრაინის მიმართულებით ჩვენთვის მისაღები შედეგების, მშვიდობიანი საშუალებებით ჩვენთვის საჭირო შედეგების მიღწევის კუთხით“, – განუცხადა ს ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბიშკეკში პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე, როცა ში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე საერთაშორისო პროცესს შეეხნენ. „ცხადია, სამოკავშირეო სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი“, – განაცხადა პუტინმა.
ლუკაშენკას პასუხი:
ს რაც ეხება, ხშირად გვსაყვედურობენ, იცით დასავლელებთან, ამერიკელებთან დიალოგები. როცა ასეთ ლაპარაკს იწყებენ, მე ვუსვამ კითხვას: რა, არ იცოდით, რომ მხოლოდ მონათესავე ხალხი კი არ ვართ, იურიდიულად დასაბუთებული მოქმედებები გვაქვს, ჩვენ ხომ მოკავშირეები ვართ? ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამერიკელებიც კი არასდროს სვამენ ამ საკითხს, არასდროს“, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი, რომელიც იმედოვნებს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მხრივ „ყველაფერი ნორმალურად იქნება, გამომდინარე უკანასკნელი მოვლენებიდან, თუ ამერიკელებს – უკვე საჯაროდ ვიტყვი, რომ მათთვის ნათქვამი მაქვს, ფრთხილად მოიქცნენ – ეცოდინებათ, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი და გადაჭრაც არამარტივი სჭირდება“.
პუტინი და ლუკაშენკა 26 ნოემბერს ბიშკეკში შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ყირგიზეთში ერთ დღეს ჩავიდნენ, პუტინი – სახელმწიფო ვიზიტით, ბელარუსის პრეზიდენტი კი – სამუშაო ვიზიტით.
27 ნოემბერს ს დედაქალაქში გაიმართება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი.