ოჯახი, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მკვიდრს, მამუკა კორტავას ეძებს

2 ნოემბრიდან ოჯახი და ახლობლები ეძებენ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგის მკვიდრს, 1976 წელს დაბადებულ მამუკა კორტავას. ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი 2 ნოემბერს, შუაღამისას გაუჩინარდა, საქმეში მალევე ჩაერთო ადგილობრივი პოლიცია მაგრამ ვერანაირ კვალს დღემდე ვერ მიაგნეს.(სუიციდი გამოირიცხა) კინოლოგების ძებნამ ცხელ კვალზე აჩვენა, რომ კვალი ეზოს გარეთ არ დაფიქსირდა.
ერთ- ერთი ვერსიით ის შეიძლება იყოს გატაცებული და ავტომობილით წაყვანილი, შურისძიების მიზნით…ადგილობრივების თქმით, მამუკა კორტავას გაუჩინარებას წინ საკმაოდ დაძაბული კონფლიქტი უძღოდა, ისევ ადგილობრივებთან. დეტალებს ჯერ არ ახმოვანებს ოჯახი. ოჯახის და ახლობლების თხოვნაა, თუ ვინმემ სადმე შენიშნა და ამოიცნო ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანი, დარეკოს მითითებულ ნომრებზე :
551506089
599432864
( ან ინფორმაციის ავტორთან
591976709)