„ლუკოილის“ თანადამფუძნებელმა ფედუნმა კომპანიაში თავისი დაახლოებით 7 მილიარდ დოლარიანი წილი გაყიდა

რუსული კომპანია „ლუკოილის“ თანადამფუძნებელმა ლეონიდ ფედუნმა 30 წლის შემდეგ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ღირებულების თავისი წილი გაყიდა, იტყობინება Reuters – ი საკითხთან დაკავშირებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
რუსული კომპანია ოქტომბერში დასავლეთის სანქციებმა „სერიოზულად დააზარალა“ და მას შემდეგ უცხოური აქტივების გაყიდვა დაიწყო.
ში დაბადებული ფედუნი ამჟამად მონაკოში ცხოვრობს და ქვეყნის რეზიდენტია. ორი წყაროს ცნობით, მან თავისი წილი, რომელიც დაახლოებით 10%-ს შეადგენს, 2025 წლის დასაწყისში ლუკოილს უკან მიჰყიდა. ამით მან „ჩუმად მოიშორა“ რუსეთში არსებული აქტივები, განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ასევე დაგაინტერესებთ

„მნიშვნელოვნად მცირდება ბრაკონიერობის შემთხვევები; სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე საშუალოდ 30%-იანი კლება ფიქსირდება“, – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი