საქართველო გზაგასაყარზეა და მიმდინარეობს ბრძოლა ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის – ეს განცხადებები ვაშინგტონში საქართველოს არჩევნებამდე დღეებით ადრე გაისმა. საქართველომ უნდა აირჩიოს – სურს რუსეთ-ჩინეთის გავლენის ქვეშ ყოფნა, თუ ის დემოკრატიული სიკეთე, რასაც დასავლეთთან მეგობრობა ჰპირდება.




