პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 1-ელი მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ამ ორი სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. პარლამენტმა “ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.



