ოკუპანტებმა ხარკივის ოლქის დასახლებებზე იერიშები მიიტანეს

გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის ოლქის დასახლებებზე იერიშები მიიტანეს. ქალაქ ჩუჰოევის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
სუმის ოლქში საჰაერო თავდაცვამ მტრის 4 დრონი ჩამოაგდო. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში გაშვებული 33 დრონიდან 22-ის განადგურება შეძლეს.
დავოსიდან დაბრუნების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მ შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ანგარიში მოისმინა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე ინიციატივა უკრაინის ხელში დარჩეს.
“შტაბის სხდომაზე ფრონტზე მიმდინარე მდგომარეობა განვიხილეთ. მოვისმინე ანგარიშები მეთაურებისგან სხვადასხვა მიმართულების შესახებ. განვიხილეთ ჩვენი ქმედებები მიმდინარე წელს, არა მხოლოდ თავდაცვის კუთხით. ს სჭირდება ამბიციური პერსპექტივა. ჩვენ გვინდა, რომ ინიციატივა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს და არა მტერმა. ჩვენ გვინდა, რომ ომის დასრულება უკრაინის ქმედებებზე იყოს დამოკიდებული. მსოფლიო მხარს უჭერს მათ, ვისაც აქვს პერსპექტივა და ეს არის ფუნდამენტური ამოცანა, შევინარჩუნოთ ინიციატივა, რათა გავძლიერდეთ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.