„ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი…“ – ეკა ჭიჭინაძე
„ოცნების“ დეპუტატი ეკა ჭიჭინაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პარლამენტის კულტურის კომიტეტიდან გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა:
„კრიტიკოსებს ვეტყოდი, რომ „ჟუვაჩკას“ კი არ ვღეჭავდი, ანესთეზია მქონდა, კბილებს ვიკეთებ და ცხვირსაც კი ვერ ვგრძნობდი… ალბათ, იმაზე გადამეკიდნენ, რომ ერთ-ერთ ჟურნალისტს აკრედიტაცია შევუჩერე, რომელმაც ჩემი ტელეფონი გადაიღო. ძალიან შეწუხებული ჰყავდა მთელი პარლამენტი, მარტო მე კი არა და – ყველას გაუხარდა, ერთი თვე მაინც დავისვენებთო. მისი სახელი და გვარიც კი არ ვიცი. თვითონ კი მომმართავენ ეკათი, შენობით, ძალიან ფამილარულად, მაგრამ უზრდელები არიან, ნუ..




