ირაკლი აბესაძე სასამართლოს – ირაკლი ნადირაძე არა თუ არ მიმალულა, სახლშიც კი არ წასულა, რომ რამე გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი – მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედება გამორიცხულია, რადგან უმეტესობა სამართალდამცავები არიან

პროკურატურას იმდენად გაუჭირდა მტკიცებულებების მოპოვება, აბსოლუტურად ულოგიკოდ გააერთიანა ამ ორი ხუთეულის საქმე, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
მან საკუთარ შუამდგომლობაში პროკურატურის მხრიდან გაჟღერებულ პოზიციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.
ადვოკატ აბესაძის განმარტებით, არც ერთი საფრთხე სახეზე არ არის.
„საქმე სისხლის სამართლის წარმოების გაგრძელების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს. პროკურატურას იმდენად გაუჭირდა მტკიცებულებების მოპოვება, აბსოლუტურად ულოგიკოდ გააერთიანა ამ ორი ხუთეულის საქმე.
ირაკლი ნადირაძე მურთაზ ზოდელავასთან ერთად ელოდებოდა დაკავებას, რადგან ამის მოლოდინი ჰქონდა. მისი მხრიდან არათუ მიმალვას არ ჰქონია ადგილი, სახლშიც კი არ წასულა, რომ რამე გაუგებრობას არ ჰქონოდა ადგილი. მოწმეებზე ზემოქმედება გამორიცხულია, რადგან უმეტესობა სამართალდამცავები არიან. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენას, ბრალდების მთელი არსი ნადირაძის მხრიდან მოწოდებების გაკეთებაა. 21-ე საუკუნეა და საბჭოთა პერიოდის საქართველო არაა, საითკენაც ეს ხელისუფლება მიგვექაჩება. რა უშლის 21-ე საუკუნეში, თუნდაც ციხეში მყოფ ირაკლი ნადირაძეს ხელს, რომ თავის სოციალური ქსელის გვერდზე განათავსოს იგივე, როგორც თქვენ უწოდებთ დანაშაულებრივი მოწოდება? თუ გინდათ ირაკლი ნადირაძემ არ აკეთოს დანაშაულებრივი მოწოდებები, ამაზე ეფექტური შეიძლება გირაო იყოს, ვიდრე მისი პატიმრობაში ყოფნა“, – განაცხადა აბესაძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.