რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი პუტინის პრესმდივან პესკოვს შეხვდა:
“ეხლა მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია თუ რა განცხადებებს გააკეთებს კრემლი სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
არ ვაკეთებ ხოლმე საჯაროდ პოლიტიკურ ანალიზს მაგრამ ის უნდა ვთქვა, რომ კოლექტიური დასავლეთის წნეხი საქართველოზე უკრაინის ბედის გაზიარებისა იყო და რჩება უპრეცედენტო მაშტაბური.
არ ვარ “ქართული ოცნების” ადვოკატი მაგრამ, სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველო დიდ განსაცდელს და ბოროტებას აარიდა დასავლეთის წნეხის მიუხედავად. ესაა სიმართლე და ეს იქნება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვერდი. ამ საკითხში პატარა საქართველომ მთელ მსოფლიოს აჩვენა უპრეცედენტო დაუმორჩილებლობა ეროვნული ინტერესების დაცვით.
ველოდებით კრემლის განცხადებებსა და გადაწყვეტილებას.
ქართული ოცნებისგან კი ველით სიახლეებს მოქალაქეობის გამარტივების შესახებ. ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ – ერთად” – წერს დავით ცეცხლაძე სოციალურ ქსელში.




