კონგრესმენი Bloomberg-ის მასალაზე – ეს ძალიან დიდი პრობლემაა, კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა დასრულდეს საიდუმლო შეხვედრები – მარკო რუბიოს საშუალება მიეცით, თავისი საქმე ობიექტურად და სამართლიანად გააკეთოს

ეს ძალიან დიდი პრობლემაა, – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ბრაიან ფიცპატრიკი („რესპუბლიკური პარტია“) Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ს პრეზიდენტ ს თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„კიდევ ერთი მიზეზია იმ მრავალ მიზეზს შორის, თუ რატომაც უნდა დასრულდეს ეს აბსურდული საცირკო წარმოდგენები და საიდუმლო შეხვედრები. სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს საშუალება მიეცით, რომ თავისი საქმე ობიექტურად და სამართლიანად გააკეთოს“, – წერს ფიცპატრიკი X-ზე.
ცნობისთვის, Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც -ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს სთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.