შავი პარასკევი ალტაში: საუკეთესო დრო ტექნიკის გასაახლებლად

ხშირად ტექნიკის ყიდვას იმ მომენტამდე ვდებთ, სანამ ძველი ნივთი საბოლოოდ არ გამოვა მწყობრიდან. არადა, წინასწარ დაგეგმილი განახლება ხშირად ბევრად უფრო გონივრული ნაბიჯია – შეგვიძლია მშვიდად ავარჩიოთ საუკეთესო მოდელი და საუკეთესო ფასადვე შევიძინოთ.

ალტა, შავი პარასკევი 2025 აქციის ფარგლებში, ტექნიკის განახლებისთვის საუკეთესო პირობებს გვთავაზობს. მაგალითად, თუ შეატყვე, რომ ლეპტოპი ან სმარტფონი ისე კარგად ვეღარ მუშაობს, როგორც ადრე, აქციით ახალ მოდელს ყველაზე მომგებიან ფასად შეიძენ. ალტას კატალოგში თავმყრილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების უდიდესი არჩევანი, ამიტომ ყველა ტიპის მომხმარებელი შეძლებს თავისი პრიორიტეტების შესაბამისი ტექნიკა შეარჩიოს.

თუ სახლშიტექნიკის განახლება გსურს, ალტა აქაც დიდ არჩევანს გთავაზობს, როგორც მსხვილი საოჯახო ტექნიკის (ახალი თაობის სარეცხი მანქანები, გამწოვები, მაცივრები, ქურები, ჰაერის გამწმენდები დ ა.შ.), ისე წვრილი საოჯახო ტექნიკის (მიკროტალღური ღუმლები, ყავის აპარატები, ტოსტერები, ელექტრო ჩაიდნები და ა.შ.) კატეგორიებზე -განახლებული ტექნიკა დაგეხმარებაგაიმარტივო ყოველდღიური რუტინა და დრო და ენერგია სხვა, უფრო საინტერესო საქმეებზე დახარჯო, მაგალითად, როგორც საყვარელი სერიალის ყურება ან ახალი კომპიუტერული თამაშის დახურვაა.

შავი პარასკევი ალტაში საუკეთესო დროა ფილმებისა და გეიმინგის მოყვარულებისთვის. აქციაში დაგხვდება ტელევიზორები გამოსახულების საუკეთესო ხარისხით, აუდიო სისტემები, სათამაშო კონსოლები და ყველა სხვა აუცილებელი პროდუქტი სახლში კინოთეატრის მოსაწყობად.

შოპინგის გასამარტივლებად კი, მაღაზიაში ვიზიტზე დროის დახარჯვა არ გჭირდება. Alta.ge-ზე სასურველი ტექნიკის შერჩევა და გამოწერა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია, შენაძენს კი ალტას კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდის.