უიტკოფთან ერთად პუტინს შესაძლოა, ტრამპის სიძე კუშნერიც შეხვდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მომავალ კვირაში შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს 25 ნოემბერს განუცხადა.
მანამდე ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ ში ომის შესაწყვეტად სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის დასასრულებლად სტივენ უიტკოფს დაავალა მოსკოვში ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი კი უკრაინულ მხარეს შეხვდება.
ტრამპის მიერ 25 ნოემბერს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმა ორივე მხარის დამატებითი წინადადებების გათვალისწინებით დამუშავდა და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე სადავო პუნქტი.
იმავე დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მედიას განუცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მომავალ კვირაში შესახვედრად შესაძლოა, გაემგზავროს ჯარედ კუნერთან ერთად. ტრამპის თქმით, საბოლოოდ დარწმუნებული არ არის, რომ ჯარედიც გაემგზავრება, მაგრამ ის ჭკვიანია და ამ პროცესში მონაწილეობს.
ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი ს ქალიშვილის, ივანკას ქმარია. ამერიკული მედიასაშუალებების ცნობით, კუშნერი აქტიურადაა ჩართული სამშვიდობო გეგმის მომზადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა დღეს, 26 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ წინასწარი შეთანხმებით, სტივენ უიტკოფი მოსკოვში მომავალ კვირაში ჩავა და მასთან ერთად იქნებიან -ის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც, რომლებსაც კავშირი აქვთ „უკრაინის საქმეებთან“.
ინფორმაცია, რომ საიდუმლოდ მუშაობს ში ომის დასრულების გეგმაზე, პირველად 18 ნოემბერს გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.
მომდევნო დღეებში არაერთი მედიასაშუალება ვაშინგტონის 28-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით წერდა, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ს რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს ნატოს წევრი.
დასავლეთის არაერთი მედიასაშუალების თანახმად, ეს გეგმა რეალურად რუსეთში დაიწერა. სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვარიანტი მოამზადეს ევროპის სახელმწიფოებმაც.
20 ნოემბერს, როცა აშშ-ის დელეგაცია არმიის მდივნის, დენიელ დრისკოლის ხელმძღვანელობით კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ს, მისმა ოფისმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარისგან გეგმა მიიღეს.
21 ნოემბერს პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 21 ნოემბერს, უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გეგმა, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს მომავალ „მშვიდობიან დარეგულირებას“.
პუტინის თქმით, თუ უარს ამბობს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებზე, ევროპელებთან ერთად უნდა ესმოდეს, რომ ფრონტის ხაზის ძირითად მონაკვეთებზე აუცილებლად განმეორდება ის, რაც კუპიანსკში მოხდა. ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი, როგორც პუტინმა თქვა, ნოემბრის დასაწყისისთვის „პრაქტიკულად, მთლიანად და სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში იყო“.
23 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნების მოლაპარაკება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ფორუმი