მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურა პატიმრობას, დაცვის მხარე კი 2 000 ლარიან გირაოს ითხოვდა. ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება.
სხდომას ესწრებოდა დაკავებულის მეუღლეც. მან მოსამართლეს მეუღლის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სიტყვით გამოვიდა თავად დაკავებულიც – მისი თქმით, ის მომხდარის გამო წუხს.

ასევე დაგაინტერესებთ