მმართველი პარტიის წარმომადგენელები ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში, შანხაიში მართავენ

პეკინის შემდეგ შანხაი – საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენელები ოფიციალურ, მაღალი დონის შეხვედრებს დღეიდან ჩინეთის ყველაზე დიდ ქალაქში მართავენ.
ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლები ჩინეთის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად უკვე შეხვდნენ ქვეყნის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს.
ქართულ დელეგაციაში განმარტავენ, რომ ვიზიტმა ნათელი გახადა, რომ არსებობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არაერთ სფეროში და ის უნდა გამოიყენონ.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელთა ერთკვირიანი ვიზიტი ჩინეთში ორ დღეში სრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – სკოლებში სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, წარმატებით დავიწყეთ სახელმძღვანელოების განახლების პროგრამა, მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს

დიღმის მასივის V კვარტლის V და Vა კორპუსების მიმდებარედ ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხორციელდება