ლევან ბეჟაშვილი – ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება

ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება და რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანას მიეცეს საშინაო დავალება, რათა სტატუსი წარმატებულად მიიღოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხები, რაც აინტერესებდა ვენეციის კომისიას, იყო საარჩევნო კოდექსი, სასამართლო რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე მათ ჰქონდათ კითხვები კონკრეტული სამსახურების დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით.
„შედგა ოპოზიციის შეხვედრა ვენეციის კომისიის სამდივნოსთან. ვენეციის კომისიას აინტერესებს ოპოზიციის მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. საკითხები ეხებოდა საარჩევნო რეფორმას, სახელმწიფო ინსპექტორის და ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობას და დამოუკიდებლობის გარანტიებს, ამ მიმართულებით მათ გააჩნიათ კრიტიკული კითხვები და ოპოზიციის აზრი მათთვის მნიშვნელოვანი იყო. სასამართლო რეფორმაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით იყო კითხვები. ერთი სიტყვით, ვენეციის კომისიას აინტერესებს, როგორ მოხდება 12-პუნქტიანი გეგმის შეუსრულებელი პუნქტების შესრულება და რა მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ქვეყანას მიეცეს საშინაო დავალება, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს წარმატებულად“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა

ჰელსინკის კომისია – საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია

ზურაბ ჯაფარიძე – ჰელსინკის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს, სრული ინფორმაცია აქვს – ახალი არაფერი წერია, რაც აქამდე არ მოგვისმენია – რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს