რუსეთში, მოსკოვის ოლქში აფეთქებები იყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად ავრცელებს ინფორმაციას, რომ აღკვეთეს “კიევის რეჟიმის მცდელობა” უპილოტო საფრენი აპარატებით “ტერორისტული თავდასხმა” განხორციელებულიყო რუსეთის ტერიტორიაზე.
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი წერს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა პოდოლსკის ურბანულ რაიონში – “წინასწარი მონაცემებით, ადგილზე, სადაც ნამსხვრევები ჩამოვარდა, ნგრევა და მსხვერპლი არ არის”.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ კიდევ ერთი დრონი გაანადგურეს ლენინგრადის ოლქის ტერიტორიაზე.