უცნობი: როგორც მას [ივანიშვილს] მისი ოჯახი უყვარს, ჩემზე უფრო კარგად არავინ არ იცის, რომ ისეთივე სიყვარულით უყვარს მას საქართველო

“წერენ, რომ ფულს მაინც ვერ მისცემენ და რაღაც… ფულის მიცემა აქ მეასეხარისხოვანია, აქ მთავარი არის, რომ სიმართლისთვის ბრძოლისთვის ეს მარტო ბიძინას მოგებული ის არ არის რა… ეს მთელი საქართველოს მოგებული პროცესია რა… კი, შეიძლება დღეს, ხვალ ხელმისაწვდომი არ იყოს ეს თანხა, რომელიც არის, მაგრამ ეს ძალიან დიდი პროცესია ბრძოლის, ყველაფრის, თანადგომის, ხალხის გვერდში თანადგომის და, რა თქმა უნდა, სიმართლე საქართველოში არ იკარგება, არც დაიკარგება და თუ მართალ მხარეს ხარ, მართალი ხარ და კანონს არ აღვევ, ვერავინ ვერასდროს ვერაფერს ვერ გიმტკიცებს იმას, რასაც გაბრალებენ და ზუსტად ეს მოხდა და ეს გვიხარია ყველას ჩვენ…
როგორც მას [ივანიშვილს] მისი ოჯახი უყვარს, ჩემზე უფრო კარგად არავინ არ იცის, რომ ისეთივე სიყვარულით უყვარს მას საქართველო რა და ყველაფერს დადებს და გადადებს გვერდზე, რომ ოჯახი და მისი ოჯახი, რასაც საქართველო ჰქვია, იმის პრიორიტეტები და ინტერესები დააყენოს ყველაფერზე უფრო წინ და ვერავითარი შანტაჟი ამ კაცზე არ მოქმედებს. ეს ძალიან დიდი ხნის დამტკიცებულია. თვითონ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა მან და მისმა ოჯახმა, რომ ვერანაირი შანტაჟი ამ ადამიანზე ვერ მოქმედებს… ის არის სოფელში დაბადებული უნიჭიერესი ქართველი პატარა ბიჭი, რომელიც ფეხშიშველა გაიზარდა თავის სოფელში, რომელიც თავის ოჯახს ეხმარებოდა, საბოლოო ჯამში მოვიდა იქამდე, რომ კანონის დაურღვევლად, სადაც არ უნდა ყოფილიყო, გინდა რუსეთში მოღვაწეობისას, საქართველოში, საფრანგეთში, იცხოვრა და ამიტომაც არ აქვს არავითარი კომპრომატი არავის და ამიტომაც ბრძოლობს თავისი სიმართლით… კი, შეიძლება იქ რაღაცა მილიონი… იმიტომ, რომ ფულიან ადამიანს ყველა ფიქრობს, როგორ ჩაუყოს ჯიბეში ხელი და ამას ვერ იტანს… უნდა იცნობდეთ შიგნიდან ამ ადამიანს, რომ ამაზე ასეთი… მე რომ არ ვიცნობდე, შეიძლება მეც დამეჯერებინა…” – ამბობს  უცნობი საკუთარ გადაცემაში.