უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას დათანხმდა – ABC News

უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე შეთანხმდა.
ამის შესახებ -ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ABC News-ს განუცხადა.
„უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც გასარკვევია, მაგრამ ისინი დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას“, – განუცხადა წყარომ ამერიკულ მედიას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებზე ტრამპის სამშვიდობო გეგმა 28-დან 19 პუნქტამდე შემცირდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კისლიცამ, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ შეხვედრა დაძაბული, მაგრამ პროდუქტიული იყო. მისივე თქმით, მოგვიანებით შეიქმნა ყურადღებით გადამუშავებული დოკუმენტის პროექტი, რომელმაც ორივე მხარეს „დადებითი“ განწყობა გამოიწვია.
1tv.ge