თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან სთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.
მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნების“ დეპუტატები და ზონდერები ზეწოლას ახდენენ საჯარო მოხელეებზე, რომ ხმა „ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ – ვანის პოლიციის უფროსის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე პროკურატურას მივმართეთ

ჰელსინკის კომისია – საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება

თეონა აქუბარდია – პრეზიდენტის პრეროგატივაა, რას იზამს ის არჩევნებამდე – დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი იქნება – საქართველოს ევროკავშირში ელოდებიან