კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ ბოლო დღეებია მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესი ვითარდება, რომელშიც მთავარი საფრთხე რუსეთია, “რუსული ოცნება” კი მტერს გულშემატკივრობს”.
მისი თქმით, ეს პროცესები პირდაპირ მოახდენს გავლენას საქართველოს უსაფრთხოებაზე.
დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, რომ ამ ვითარებაში ქართველმა ხალხმა ქუჩაში ბრძოლა უნდა გააგრძელოს და უკრაინას ხმამაღლა დაუჭიროს მხარი.
ბოლო დღეებია, მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროცესი ვითარდება, რომელშიც მთავარი საფრთხე, ჩვენი მტერი, რუსეთია.
ეს პროცესი პირდაპირ მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. სწორედ ამ დროს, “რუსული ოცნება” გულშემატკივრობს მტერს.
რაც მთავარია, სულ ტყუილად უხარიათ. ოდნავ მაინც უნდა ერკვეოდე დიპლომატიაში, რომ პერსპექტივები გათვალო. არ დამარცხდება უკრაინა, არ განმეორდება არანაირი “მიუნხენი” და ბუდაპეშტი”. ძალით საზღვრების ცვლილება არ დაკანონდება. ამერიკაც და ევროპაც დაამარცხებს აგრესორს.
ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა:
- ხმამაღლა დავუჭიროთ უკრაინას მხარი (მადლობა სალომე ზურაბიშვილს);
- გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს!
ბოლომდე!” – წერს ელენე ხოშტარია.




