ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და ქმართან, ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

“ქართული ოცნების” წევრი ეკა ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილთან, ეკატერინე ხვედელიძესთან და ქმართან, ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოს FACEBOOK-ზე განთავსების თარიღი ემთხვევა გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების უმაღლესმა სააპელაციო ორგანომ – ლონდონის სასამართლოს Privy Council-ის გადაწყვეტილებას.

ფოტო სავარაუდოდ, სასტუმრო “პარაგრაფ თაბორშია” გადაღებული.

Privy Council-მა ძალაში დატოვა ბერმუდის სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც UBS/Credit Suisse-ს სთვის 607 მილიონი დოლარის გადახდა ეკისრება.