რუსეთის სასამართლომ ეროვნული გვარდიის ყოფილი მაღალჩინოსანი სერგეი ვოლკოვი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლკოვნიკი არასწორი აღჭურვილობის შესყიდვისთვის გაასამართლეს, რომელმაც ყირიმის ხიდის დაცვა ვერ შეძლო.
TASS-ის ინფორმაციით, პოლკოვნიკმა სერგეი ვოლკოვმა შეიძინა 395 მილიონი რუბლის ღირებულების (4,5 მილიონი აშშ დოლარი) ორი სარადარო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლის ფუნქციაც უკრაინული თავდასხმის შემთხვევაში, დრონების სიგნალის ჩახშობის გზით მათი ჩამოგდება უნდა ყოფილიყო. აღჭურვილობამ რუსეთ-ყირიმის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც რუსეთის სამხრეთს მის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს, ვერ დაიცვა.
პოლკოვნიკი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის კანონის ფარგლებში მოქმედებდა. აღჭურვილობა კი გამიზნული იყო სხვადასხვა ადგილას განლაგებული ეროვნული გვარდიის დანაყოფების დასაცავად.