მედია: ს მერიის ურბანული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა გიორგი წანაწყენიშვილმა თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ „ბათუმელებს“ სამსახურის ყოფილმა უფროსმა თავად დაუდასტურა სატელეფონო საუბარში.

მან გვითხრა, რომ დაბრუნდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სამუშაოდ, სადაც მანამდე მუშაობდა, ვიდრე ს მერიაში დასაქმდებოდა: „ დიახ, 2 წლის განმავლობაში დავეხმარე ქალაქს და დავბრუნდი“.

მის დანიშვნამდე და ახლაც ბათუმის ქაოსური განაშენიანება და მასთან დაკავშირებული პრობლემები მთავარი გამოწვევაა, რომლის მოგვარებასაც მერია თავს დღემდე ვერ ართმევს, ცათამბჯენებზე ნებართვების გაცემას კი აგრძელებს.

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა ქალაქში ამ გამოწვევების პარალელურად იზრდება.

2025 წელს ბათუმის ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 5 მილიონამდე ლარი შევიდა, ბათუმს არც უკანონო მშენებლობები აკლია. სამაგიეროდ, უკვე 20 წელზე მეტია მერია ასეულობით ლარს ხარჯავს ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, თუმცა უშედეგოდ. ქალაქში დაუძლეველი გამოწვევების ჩამონათვალშია კანალიზაციის, პარკინგის ადგილების, ეზოების და ასე შემდეგ პრობლემები.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ