ქართველმა ტაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვეს

შვეიცარიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ტაეკვონდოში ქართველმა ტაეკვონდოისტებმა ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სენიორებს შორის მესამე ადგილი ზურა კინწურაშვილმა (80 კგ) დაიკავა – მან ნახევარფინალური შეხვედრა უკრაინელ კირილო ჰურნოვთან დათმო. იუნიორებს შორის ბრინჯაოს მედალს ნიკა გოგობერიძე (73 კგ) დაეუფლა, ნახევარფინალური შეხვედრა მან ესპანეთის სახელით მოასპარეზე ალექსანდ ჰაკობიანთან დათმო.