საქართველოს ნაკრები ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობაში საქართველოს, ირანის, გერმანიის, პოლონეთის, სომხეთისა და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ქვეყნის გუნდები ასპარეზობდნენ.
შეჯიბრების დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამოვლინდნენ ჩემპიონ-პრიზიორები.
მწვრთნელების, გია კვინიკაძისა და მალხაზ ჯორბენაძის შეგირდებმა სომხეთის 2 გუნდი დაამარცხეს (10-0;8-2), ფინალში კი ირანს 6-4 მოუგეს და ჩემპიონები გახდნენ.