„მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ იშემიური ინსულტის რისკს!“ –

მარიხუანას მოხმარება 6-ჯერ ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტის და 4-ჯერ – იშემიური ინსულტის რისკს!, – ამის შესახებ ინფექციონისტი წერს.
მისი თქმით, მარიხუანას მოხმარება მთელ მსოფლიოში იზრდება და მოსახლეობაში უფრო და უფრო მეტად მკვიდრდება აზრი მისი უვნებლობის შესახებ. თუმცა, არაერთი კვლევა ადასტურებს მის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
„წელს გამოქვეყნდა -ში ჩატარებული ფართომასშტაბიანი, მულტიცენტრული კვლევის შედეგები კანაბისის მიერ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის მკვეთრად გაზრდის შესახებ. კვლევა ჩატარდა 50 წლამდე ადამიანებში, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვა რისკები არ ჰქონდათ (ანუ არ იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები, ქოლესტერინი და წნევა ჰქონდათ ნორმალური და ა.შ).
ეს იყო რეტროსპექტული კოჰორტული კვლევა, რომელიც ერთმანეთს ადარებდა კანაბისის მომხმარებლებსა და არამომხმარებლებს შორის (92 ათასი მომხმარებელი და 4 მილიონი არამომხმარებელი ადამიანი) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირეს.
კვლევამ გამოავლინა, რომ კანაბისის მომხმარებლებში ინფარქტის რისკი 6-ჯერ მაღალია არამომხმარებლებთან შედარებით და მათში ინფარქტის შემთხვევაში გარდაცვალების რისკი 5-ჯერ მაღალია.
რაც შეეხება ინსულტს, მომხმარებლებს 4.3-ჯერ მაღალი აქვთ რისკი და გადარჩენის შანსი 5-ჯერ ნაკლები არამომხმარებლებთან შედარებით“, – ვკითხულობთ ინფექციონისტის ფეისბუკ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?