დღესდღეობით, ბავშვთა კიბოს მრავალი ტიპი უკვე წარმატებით იკურნება, რაც ბავშვებს სრულფასოვანი ზრდისა და ცხოვრებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს. ეფექტიანი მკურნალობის შედეგად, ისინი შეძლებენ მიიღონ განათლება, აიწყონ კარიერა, შექმნან ოჯახი და იყოლიონ საკუთარი შვილებიც. Acıbadem-ში ჩვენ უკვე 30 წელზე მეტია, რაც ყოველდღიურად ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მეშვეობით, ბავშვებსა და მათ ოჯახებს კიბოს დამარცხებაში დავეხმაროთ.
მართალია კიბოს დაავადებები ბავშვებში ზრდასრულებთან შედარებით იშვიათია, თუმცა, მშობლისთვის, რომლის შვილსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, დაავადების იშვიათობა მნიშვნელობას კარგავს და ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება მკურნალობისათვის საუკეთესო ვარიანტების შერჩევა და გამოჯანმრთელების იმედი. საბედნიეროდ, დღეს ასეთი იმედის საფუძველი ბევრად უფრო მყარია, რასაც ბავშვთა კიბოს მკურნალობის სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს უნდა ვუმადლოდეთ. მაგალითისათვის, დღეს გაცილებით უფრო უკეთ არის შესწავლილი კიბოს განვითარებასთან დაკავშირებული გენები, რაც საშუალებას იძლევა უშუალოდ მათ მიზანმიმართულად ვუმკურნალოთ სპეციალური პრეპარატებით. ქირურგიული ჩარევები უფრო ზუსტად ტარდება, ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტები უკეთ იმართება, ხოლო თანამედროვე თერაპიები ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ამავე დროს კი ინარჩუნებს ჯანმრთელ ქსოვილებს.
ქიმიოთერაპია: არსებითი კომპონენტი ბავშვთა სიმსივნის მკურნალობის პროცესში
მრავალი ტიპის ბავშვთა სიმსივნის დიაგნოზისას ქიმიოთერაპია კვლავაც უმთავრესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში გამოიყენება, მაგრამ ბოლო პერიოდის ინოვაციებმა შესაძლებელი გახადა, პედიატრიული კიბოს ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში, გარკვეული ტიპის პაციენტებში ქიმიოთერაპია ასევე ტარგეტირებული თერაპიებითაც ჩანაცვლდეს. თუმცა მიუხედავად ამისა, ბავშვთა კიბოს მკურნალობაში ქიმიოთერაპია მაინც ცენტრალური როლის მქონე მეთოდად რჩება.
საბედნიეროდ, ბავშვებში მნიშვნელოვნად მაღალია სიმსივნის სრულად განადგურების შესაძლებლობა, ვინაიდან ბავშვებს როგორც წესი, მაღალი დოზის ქიმიოთერაპიის მიმართ, კარგი მიმღებლობა აქვთ, რაც თავის მხრივ იმით არის განპირობებული, რომ ისინი სწრაფად იზრდებიან და მათ ორგანიზმს ახალი უჯრედების შექმნა სწრაფად შეუძლია. შედეგად, როდესაც ქიმიოთერაპია გავლენას მოახდენს როგორც კიბოს, ისე ჯანმრთელ უჯრედებზე, ბავშვის სხეულს უფრო მეტად აქვს აღდგენისა და რეგენერაციისთვის საჭირო შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ბავშვებში შესაძლებელია უფრო მაღალი და ინტენსიური დოზების გამოყენება, ვიდრე ზრდასრულებში.
თუ ზრდასრულ პაციენტებში ქიმიოთერაპიის მიზანი ხშირად სიმსივნის ზრდის კონტროლია, ბავშვებში მისი გამოყენების უმთავრესი მიზანი სრული განკურნების მიღწევაა. ქიმიოთერაპიის ჩატარებას ბავშვებში კონკრეტული ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, თუმცა დოზა უდიდესი სიფრთხილითა და სიზუსტით უნდა განისაზღვროს. მიზანია ისეთი ეფექტური დოზის მიწოდება, რომელიც საკმარისად ძლიერია კიბოს უჯრედების გასანადგურებლად და ამავე დროს არ ვნებს სასიცოცხლო ორგანოებსა და ჯანმრთელ ქსოვილებს.
არის თუ არა რადიოთერაპია გამოსავალი? როგორ შევარჩიოთ სწორი დრო პროცედურისთვის?
გასული წლების განმავლობაში რადიოთერაპიაში მიღწეული პროგრესის წყალობით მრავალი ზრდასრული პაციენტის შემთხვევაშიც უკვე შესაძლებელია მკურნალობის შესანიშნავი შედეგების უზრუნველყოფა, ხშირად ქირურგიული ჩარევის გარეშეც. თუმცა, ზრდასა და განვითარებაზე მისი პოტენციური გავლენის გამო, ბავშვებში რადიოთერაპია უფრო შეზღუდულად გამოიყენება. სწორედ ამიტომ, პედიატრიულ შემთხვევებში რადიოთერაპია ინიშნება უაღრესად ფრთხილად და პაციენტის მდგომარეობის ინდივიდუალური შეფასების შედეგად. ამჟამად, ბავშვებში რადიოთერაპია ყველაზე ხშირად ტვინის სიმსივნეების შემთხვევებში გამოიყენება. შესაძლებელობის შემთხვევაში პირველ რიგში ტვინის სიმსივნე ქირურგიული გზით ამოიკვეთება, რის შემდეგაც უკვე შეფასდება რადიოთერაპიის საჭიროება, ბავშვის მდგომარეობისა და ზოგადი მკურნალობის გეგმის შესაბამისად.
ბავშვთა ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი გახლავთ ასაკი, როდიდანაც რადიოთერაპიის უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია. ეს გადაწყვეტილება მრავალ ფაქტორზე, მათ შორის სიმსივნის ტიპსა და სხვა მკურნალობაზე დაავადების რეაგირებაზე, ასევე დაავადების პროგრესირების სისწრაფეზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ სიმსივნის ქიმიოთერაპიით მართვა შესაძლებელია, რადიოთერაპიის დაწყება შეიძლება იქამდე გადაიდოს, ვიდრე ბავშვი 10 წლის არ გახდება, ხოლო აგრესიული სიმსივნეების შემთხვევაში, რადიოთერაპიის ჩატარება შეიძლება უკვე 3 წლის ასაკიდანაც. საგანგებო სიტუაციებში, როდესაც სიმსივნე ზრდას აგრძელებს სხვა სამკურნალო დანიშნულებების ფონზე -რადიოთერაპია შესაძლოა კიდევ უფრო ადრეც გახდეს საჭირო. საბოლოოდ, ყველა გადაწყვეტილება ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მიიღება.
საბედიეროდ, Acıbadem-ში დღესდღეობით ვიყენებთ რადიოთერაპიის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს სიმსივნეების ტარგეტირება უაღრესი სიზუსტით მოვახდინოთ და ამასთანავე არ დავაზიანოთ ჯანმრთელი ქსოვილები. მსგავსი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს სიმსივნეზე მივმართოთ უფრო მაღალი დოზა, ხოლო შედარებით დაბალი დოზა კი მის გარშემო მდებარე ჯანმრთელ ქსოვილებზე, რაც მკურნალობის ადგილობრივი კონტროლის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. განსაკუთრებით ძალიან პატარა ბავშვებში, შეგვიძლია მკურნალობა ისე დავგეგმოთ რომ ყოველდღიურად დაბალი დოზები გამოვიყენოთ და რადიაცია უზუსტესად მივმართოთ დაავადების გარშემო მდებარე სტრუქტურებზე. შედეგად, მცირდება როგორც მწვავე გვერდითი ეფექტები, ისე გრძელვადიანი გართულებების რისკიც.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ შესაძლოა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს
როდესაც ბავშვთა კიბოს სამკურნალოდ სხვა ყველა მეთოდი არასაკმარის შედეგს იძლევა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციამ შესაძლოა ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოს. აღნიშნული პროცედურის შედეგად განადგურებული სისხლის უჯრედები ნაცვლდება ჩვლის ჯანმრთელი, სისხლის წარმოქმნისთვის აუცილებელი ღეროვანი უჯრედებით, რომლებიც დაავადების მქონე ბავშვის ორგანიზმში შეიყვანება ინფუზიის გზით. ამ ეტაპზე, ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან Acıbadem-ში უკვე 1,200-ზე მეტი წარმატებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდათ.
CAR T-უჯრედული თერაპია: კიბოს მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მეთოდი
იმ შემთხვევებში, როდესაც ლიმფომისა და ლეიკემიის შემთხვევებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ეფექტიანი არ აღმოჩნდება მკურნალობის ალტერნატივად განიხილება CAR T-უჯრედული თერაპია. აღნიშნული უჯრედული იმუნოთერაპია აუმჯობესებს T-უჯრედების უნარს ამოიცნონ და გაანადგურონ კიბოს უჯრედები. CAR T-უჯრედული თერაპია დღეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მკურნალობის მეთოდად მიიჩნევა და ზოგიერთ შემთხვევაში განკურნების შესაძლებლობასაც იძლევა. Acıbadem-ი CAR T-უჯრედული თერაპიის მოდალობების პირველი და ერთადერთი მწარმოებელია Türkiye-სა და მის რეგიონში.
ბავშვების დაცვა მკურნალობის გვერდითი მოვლენებისგან
ყოველი შემთხვევისას აუცილებელია ბალანსის დაცვა: ერთი მხრივ, კიბოს ეფექტიანი მკურნალობა ქიმიოთერაპიით და მეორე მხრივ ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარების შენარჩუნება გვერდითი მოვლენების მინიმიზაციით. დღესდღეობით ქიმიოთერაპიასთან დაკავშირებული ტოქსიკურობა შესაძლებელია თავიდან ავირიდოთ ან შევამციროთ დამხმარე მედიკამენტების საშუალებით. მაგალითად, ქიმიოთერაპიასთან ერთად ხშირად ინიშნება პრეპარატები, რომლებიც ამცირებს სმენის, გულისა და შარდის ბუშტის შესაძლო დაზიანების რისკს. გავრცელებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა და ღებინება, შეიძლება ეფექტიანად იმართოს მკურნალობის დაწყებამდე, მიმდინარეობისას ან დასრულების შემდეგ დანიშნული მედიკამენტებით. ამ გზით, ქიმიოთერაპიის როგორც მწვავე, ისე გრძელვადიანი გვერდითი ეფექტების მინიმიზაცია მაქსიმალურად შესაძლებელია.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. 156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!




