“კვარა” “ტოტენჰემს” თავიდანვე შეუტევს – ორი საკითხი გადასაწყვეტია

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში პსჟ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს და მომავალი მატჩის წინ „ეკიპი“ წერს, რომ პარიზული გუნდის მწვრთნელს ლუის ენრიკეს ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის დააყენებს მარჯვენა მცველის და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.
აღნიშნულია, რომ აშრაფ ჰაკიმის არყოფნაში მის ადგილს, ალბათ, უორენ ზაირ-ემერი დაიკავებს, რომელიც კარგ ფორმაშია. რაც შეეხება შეტევის ხაზს, და ბრედლი ბარკოლა უეჭველი სასტარტოში იქნებიან, თუ უსმან დემბელე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, მხოლოდ შეცვლაზე შეძლებს შესვლას და მთავარი გაურკვევლობა იმაში მდგომარეობს, ვინ შეცვლის მას.
კანგ-ინ ლიმ ბოლო შეხვედრები ურიგოდ არ ჩაატარა, სენი მეიულიუ კი შანსებს სათანადოდ ვერ იყენებს, თუმცა სამხრეთკორეელზე უფრო მრავალფეროვანია.
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, მეილიუ ან ლი.
დაახლოებით იგივეს წერს „პარიზიენი“, რომლის აზრით, ესპანელი სპეციალისტი ნდობას მეილიუს გამოუცხადებს.
დაპირისპირება „პარკ დე პრენსზე“ 26 ნოემბერს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
“უოტფორდმა” მდგომარეობა გამოასწორა – კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] წიტაიშვილის პირველი გოლი საფრანგეთში და ორი პენალტი კომპენსირებულ დროში – “მეცი” “ბრესტთან” დამარცხდა
“დომინოს ეფექტი” სანიოლისთვის – სად გაქრა გამარჯვებულის მენტალიტეტი?!
კვარაცხელიამ გოლების გატანა უნდა გააგრძელოს – ითამაშებენ მამარდაშვილი და მიქაუტაძე?
“ბოდიშს ვიხდი, ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ შევაფასე” – კარაგერმა ებერეჩი ეზეზე ისაუბრა
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? – ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
ქოჩორაშვილის გარეშე – “სპორტინგი” სტუმრად “იუვენტუსს” ფრედ ეთამაშა
“ლივერპულმა” პსჟ-ს შემტევში 160 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა
4-გოლიანი თრილერი – 10-კაციანმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემს” დაუქამბექა
მიქაუტაძე “ვილიარეალს” ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? – Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე