ანდრო გოცირიძე – მნიშვნელოვანია დასავლეთს სწორად ესმოდეს, რა უნდა რუსეთს – სთვის ძირითადი საფრთხე არის მის საზღვრებზე შემდგარი დემოკრატია, მ დღესვე რომ დაუთმოს ტერიტორია, რუსეთი მაინც არ გაჩერდება

უკრაინა ომს გააგრძელებს – იქნება -სთან ერთად თუ მის გარეშე, – ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გოცირიძე აცხადებს, რომ თავდაპირველად შეთავაზებული 28 – პუნქტიანი პირობა, სუვერენიტეტის ნაწილის დაკარგვას მოიცავდა და უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიას არ უზრუნველყოფდა.
„რთული ვითარებაა. ის თავდაპირველი პუნქტები, რაც ს შესთავაზეს, სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს და არც ხანგრძლივი უსაფრთხოების გარანტიებსაც არ იძლეოდა. ბუნებრივია, უკრაინა ომს გააგრძელებს – იქნება -სთან ერთად თუ მის გარეშე. მგონია, რომ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ისეთი სტრატეგია აქვს არჩეული, რომ გაუთვალისწინებელი გადახრებით საკუთარი უპირატესობა დაადასტუროს მოლაპარაკებებში, რითაც ძალიან კარგად სარგებლობს. ყველაზე კარგი, რაც დღეს ხდება არის ის, რომ არ ხდება ზეწოლა 28 პუნქტზე შეჯერდნენ. თუკი 28 პუნქტიდან 2 პუნქტი მაინც დაკმაყოფილდება, უკრაინა სუვერენიტეტს ისედაც დაკარგავს. მეორეს მხრივ, ზელენსკის მოუწევს თავის მართლება – რატომ შეაწყვიტა ამდენი ხალხი თუკი რუსეთის ნარატივს ხელს აწერდა. ამასთან, როგორც კი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, რუსეთი აუცილებლად მოიყვანს პრორუსულ ხელისუფლებას“,- აცხადებს ანდრო გოცირიძე.
მისი თქმით, რუსეთის მიზანი მხოლოდ უკრაინის ან სხვა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია არ არის, მთავარ საფრთხედ ის მეზობელ ქვეყნებში დამკვიდრებულ დემოკრატიას აღიქვამს.
მისი თქმით, უკრაინამ დღესვე რომ დათმოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთი მაინც არ გაჩერდება.
„იმისათვის, რომ ძალების უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია დასავლეთს სწორად ესმოდეს რა უნდა რუსეთს. რუსეთის მიზანი არ არის რომელიმე ტერიტორიის მისაკუთრება, როგორც ეს შეცდომის ჰგონიათ. რუსეთისთვის ძირითადი საფრთხე არის მის საზღვრებზე შემდგარი დემოკრატია. უკრაინამ დღესვე რომ დაუთმოს ტერიტორია, რუსეთი მაინც არ გაჩერდება, რადგან უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული დემოკრატია, მისთვის ისეთივე სასიცოცხლო რისკია, როგორც საქართველოში. ამასთან, ომის შეჩერება რუსეთისთვის არის იმპერიის ნგრევა.
როგორც კი ომი შეწყდება, რუსეთი ჰიბრიდულად ეცდება დემოკრატიის დამხობას მის ახლო ტერიტორიებზე ან სხვაგან გააჩაღებს ომს. ეს სხვაგან არ იქნება მცირე ქვეყანა, რადგან რუსეთს სჭირდება ხანგრძლივი ომი“,- განაცხადა გოცირიძემ.