მელია სააკაშვილზე: ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები

პატიმრობაში მყოფი , „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, რომ მტკიცე ნერვების შემთხვევაში, გამარჯვება გარდაუვალი იქნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“, რომელსაც რეჟიმად მოიხსენიებს, მიზანი ადამიანების გატეხაა.
ამის შესახებ მ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე – მას ბრალდებულის სტატუსი აქვს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო.
ნიკა მელიამ ამავე სხდომაზე ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობაზე ყოფილ თანაგუნდელთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მასავით ციხეშია.
„ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [სააკაშვილი] ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ. მიუტანენ მას ამას და მის რამდენიმე თანამოაზრეს და მიხარია, რომ მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა მელია მსჯავრდადებულია ერთ და ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეზე. ის პოლიციამ 29 მაისს დააკავა, სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე. მას პოლიცია ედავებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.
მისი ადმინისტრაციული საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს, რომელსაც 30 მაისს გამართულ სხდომაზე თავისი დაკავების დეტალებს უყვებოდა.
„ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა“, – მიმართა პოლიტიკოსმა მოსამართლეს და ბოთლით წყალი შეასხა.
ნიკა მელიას წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა. მას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს უპატივცემულობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა ერთ წლამდე პატიმრობით.
ფორუმი