ოთხმა ახალმა კომპანიამ წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში უნდა დაასრულოს – მათთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია

წერეთლის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალმა კომპანიებმა დილიდან დაიწყეს. პროსპექტის მთელს პერიმეტრზე, სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკა ერთდროულად მუშაობს. ოთხმა კომპანიამ – “ჯეო გრუპმა” , “ენკორმა”, “პარმამ” და “ბლექსიგრუპმა” აღებული ვალდებულებები 31 იანვრამდე უნდა შეასრულონ.
ოთხივე კომპანიასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. ახალ კონტრაქტორებთან მერიაში დღეს შეხვედრაც გაიმართა სადაც წერეთლის გამზირზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების კონკრეტული დეტალები განიხილეს. სამუშაოების დასრულების ვადად 2024 წლის 31 იანვარია მითითებული.
თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირზე ორმხრივი სამანქანო მოძრაობა იანვრის ბოლოს გაიხსნება. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მ დეტალურად განმარტა პროექტის დასრულების შეფერხების მიზეზები და კომპანიების მხრიდან არსებული დარღვევები
კომპანია “ერ-ტე დესთან” და “შპს მილენიუმ ბილდერს გრუპთან”, რომლებმაც აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს, მერიამ ხელშეკრულებები უკვე გაწყვეტა.
ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, გაირკვა რომ სამუშაოები არ მიმდინარეობდა ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ადგილი ჰქონდა გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენას. სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ და პროექტთან შეუსაბამოდ..ორივე კომპანიას ჩამოერთვა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.მერიამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოსაც შავ სიაში მათ შესაყვანად.
კომპანიების მხრიდან შეუსრულებელ ვალდებულებებზე აკეთებენ აქცენტს დედაქალაქის საკრებულოშიც. მთავრობის სხდომის პარალელურად, ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა თბილისის თვითმმართველ ორგანოშიც.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა თბილისში მიმდინარე სხვა სარეაბილიტაციო და ახალ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც ისაუბრა.
4 კომპანიას, რომლებიც სამუშაოების შესრულებას წერეთლის გამზირზე დღეს დილიდან შეუდგენენ, პროექტის დასასრულებლად 14 დღე აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ მოცემულობით – “ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა” და თავგანწირული სლოგანით “მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა

ზურაბიშვილმა ხომ იცის, რომ მაქსიმუმ მასთან ვინც ხელისუფლებიდან მივა, ეს სამართალდამცავები იქნებიან – ხალხი, რომელიც ერთკვირიანი მობილიზაციით თბილისში ჩამოიყვანეს, სალომემ გაამიმუნა და გადაგდო