სასამართლო პროცესზე, სადაც ნიკა მელიას მიერ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმე იხილება, ,,ახლების” ლიდერმა განაცხადა:
,,ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი ბრძოლა იმისათვის, რომ მოკლე ვადაში მოვიპოვოთ გამარჯვება. ჩვენ სამწუხაროდ წლების განმავლობაში პირიქით ვაკეთებდით იმისათვის, რომ გული არ გვეტკინა ჩვენი თანამოაზრისთვის. ჩვენ დავასრულებთ ამ უსამართლობას იმ შემთხვევაში თუ ვიტყვით, რომ ბრძოლა უკომპრომისო, წინააღმდეგობა უკომპრომისო, მაგრამ ფინალი როდის იქნება 8 თვეში, 9 თვეში თუ 1 წელიწადში, ეს არავინ არ ვიცით.
დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და მაქსიმალურად ვეძებოთ მოკლე დისტანციაში დავფაროთ ეს გასავლელი დისტანცია. კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია ჯგუფებს შორის. რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციიდან ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, [სავარაუდოდ, სააკაშვილი] მეც პირადად მათ შორის, ივანიშვილთან გარიგებული და გაყიდული მიწოდა. შეუძლებელია ჩემთვის ისეთ პოლიტიკოსთან, რომელსაც მერე მხარი აუბა რამდენიმე მისი პარტიის წარმომადგენელმა, ჩემის მხრიდან თანამშრომლობა, რომელიც შენ ბრალს გდებს ივანიშვილთან გარიგებაში. იმ ივანიშვილთან, რომელსაც მთელი არსებით ვუწოდებ რუსული რეჟიმის ინტერესების გამტარებელს და ერთხელ ასეთ ცილისმწამებლურ ბრალდებას ისვრის და ბოლოში სადღაცა […] იტყვის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მეგობრულად უნდა ვიცხოვროთ, ჩემი პოზიციაა მეგობრებო, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში მე ვერასოდეს მნახავთ და იცით, რომ მასთან დაკავშირებით 2021-2023 წლების პერიოდზე ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით. მიხარია, რომ მისი პარტიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გაიზიარა მისი პოზიცია, მაგრამ თუკი სიმართლე ოპოზიციიდანვე არ იქნება დაფასებული და თუკი სიყალბე იქნება ყველა ფეხის ნაბიჯზე, თან გაყიდული ხარ და თან მოდი ვითანამშრომლოთ, ეს ვერ მოხდება. მე, ნიკა მელიას ასეთი ბრალმდებელის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ ვერასოდეს, ერთ სივრცეში, ერთ ფიზიკურ გარემოში”…
ნიკა მელიამ მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზეც ისაუბრა:
,,ყველაზე მინიმალური, რაც ღირსების დასაცავად იმ დღეს შემეძლო გამეკეთებინა, გავაკეთე და უღირსობას გავეცი პასუხი. აღმაშფოთა ირაკლი შვანგირაძის უშფოთველობამ, ეს არის, რის გამოც აქ ვარ, სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ… ბატონი შვანგირაძის მიმართ განხორციელებული ჩემი ქმედება პროტესტია რეჟიმის მიმართ და ეს არის მინიმალური, რისი გაკეთებაც მაშინ შემეძლო. თუ თქვენც [მოსამართლეს] გჯერათ, რომ შუა თითი ვაჩვენე მათ [პოლიციელებს] და ამიტომ გამიტაცეს, რაზე ვიდავოთ. თუ ეს გჯერათ, ამაზე დავა მშვიდობიანად არ დასრულდება”




