სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის მცირე მონაკვეთი იხილა. ტელეწამყვანმა მისი მეუღლის, ვახო ნიკოლაიშვილისა და ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა. მისი ეს გადაწყვეტილება კი, როგორც თავად განმარტა, ლიკა შენგელიას მხრიდან დაუსრულებელი ცილისწამებისა და შანტაჟის შესაჩერებლად გააკეთა. ასევე, როგორც სალომე გოგიაშვილი განმარტავს, ის ამ ჩანაწერით შენგელიას ამხელს ტყუილში და სურს, რომ ამ თემაზე საჯაროდ საუბარი აღარ გაგრძელდეს, რადგან მას საჩივარი პოლიციაში უკვე შეტანილი აქვს და ელოდება რეაგირებას.
სალომე გოგიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ნახავთ აქ
აღნიშნულ საკითხზე ბოლო რამდენიმე კვირაა, არც ერთი მხარე აღარ საუბრობს. სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება ლიკა შენგელია, სალომე გოგიაშვილი კი საკუთარ ყოველდღიურობას “ინსტაგრამ სთორის” საშუალებით ხშირად აზიარებს. ამჯერად გოგიაშვილი კვლავ შენგელიაზე წერს:
“გილოცავ, ლიკა, შენ გაიმარჯვე, კიდევ ერთხელ მიხვდა ყველა, ვინც ხარ. ახლა შევირგებ დასვენებას, დამავიწყდა მეთქვა, რომ ისევ დასასვენებლად ვარ წასული. ვინმეს დააშანტაჟებ და წახვალ შენც”, – წერს სალომე გოგიაშვილი.
მოგვიანებით სალომე გოგიაშვილმა განცხადება “ფეისბუკის” საშუალებით გააკეთა, სადაც ლიკა შენგელიას უფროსი ქალიშვილის, ქეთი ჟღენტის მეუღლესა და მის ოჯახს მიმართა:
· “ამ გზით ნაშოვნ თანხებს მახარბებდა, როგორც ასეთ პირებს უწოდებენ, “ბარგა” გოგიაშვილი” – ლიკა შენგელიას ხმაურიანი ბრალდება სალომე გოგიაშვილის მიმართ
“მივმართავ ქებურიების ოჯახს. თქვენი შვილიშვილი უჭირავს ამ ქალს ხელში. არ ვიცი ძიძაა თუ ვინ, მაგრამ მისი ჩემდამი გამოხატული ბრალდებებიდან ჩანს, რომ არაადეკვატური ადამიანია. მინდა შეგახსენოთ, არაადეკვატური ადამიანი საშიშია როგორც პატარებისთვის, ასევე – დიდებისთვისაც. მე, როგორც დედა, ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ”, – დაწერა მან.




