ივანიშვილმა Credit Suisse-ს მესამე ინსტანციაშიც მოუგო, თუმცა თანხას სავარაუდოდ სანქციების გამო ვერ მიიღებს

გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიების უზენაესმა სააპელაციო სასამართლომ ახლახან გამოაქვეყნა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერის სა და შვეიცარიული ბანკის „კრედიტ სუისის“ მრავალწლიან დავაზე.
ბერმუდაზე დაწყებული დავის მესამე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამჯერადაც ს გამარჯვებით დასრულდა. 24 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, „კრედიტ სუისის“ შვილობილი CS Life-ის საჩივარი ივანიშვილის წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
თუმცა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც -მა 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა სანქციები „ს სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“, – სასამართლოს მიერ მიკუთვნებულ თანხას, ასობით მილიონ დოლარს, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს. ასეთი მოლოდინი აქვს ივანიშვილის ადვოკატსაც.
სასამართლოს გადაწყვეტილება
გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა (JCPC-მ) დღეს, 2025 წლის 24 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება.
JCPC არის ეს გვირგვინის მიწების, – ანუ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, რომლის ნაწილია ბერმუდაც, – უზენაესი სასამართლო.
გადაწყვეტილება გამოიტანა ხუთმა მოსამართლემ: პატრიკ სტიუარტ ჰოჯმა, მაიკლ ტაუნლი ბრიჯსმა, ჯორჯ ენდრიუ ლეგატმა, დეივიდ ენტონი რიჩარდსმა და ინგრიდ ან სიმლერმა.
მათ არ დააკმაყოფილეს შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის შვილობილი კომპანიის, CS Life-ის საჩივრის ძირითადი ნაწილი. შესაბამისად, პირველი და მეორე ინსტანციების გადაწვეტილება, რომელიც ბანკის მიერ საკონტრაქტო და ფიდუციური ვალდებულებების შეუსრულებლობას ადგენდა, ძალაში დარჩა.
დღევანდელი გადაწყვეტილება ცვლის მხოლოდ იმ თარიღს, რა დროიდანაც უნდა დაიწყოს ივანიშვილისათვის მიყენებული ზარალის დათვლა.
ივანიშვილი, თავის მხრივ, ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას იმის გამოც, რომ მიაჩნდა – პატრის ლესკადრონის ქმედებების გათვალისწინებით, ბანკიც ჩართული იყო „თაღლითურ წარმომადგენლობაში“, თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ბერმუდის წინა ინსტანციის სასამართლოს მიერ 2022 წლის ივნისში გამოტანილი განაჩენით, ბანკს ივანიშვილისთვის 607 მილიონი დოლარის კომპენსაცია უნდა გადაეხადა. შესაძლოა, დღევანდელი გადაწყვეტილებით თანხა მხოლოდ მცირედი ნაწილით დაკორექტირდეს.
· ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის მრავალწლიანი დავა, რომელიც ბანკირ პატრის ლესკადრონის ქმედებებით იყო განპირობებული;
· ეს დავა, ანალიტიკოსების თანახმად, საკვანძოა ბიძინა ივანიშვილის მსოფლმხედველობისა და „გლობალური ომის პარტიაზე“ მისგან მომავალი შეთქმულების თეორიის გასაგებად.
„თანხის დაბრუნება არ მოხდება“ – ადვოკატი
4 დღით ადრე, 20 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე აცხადებდა:
„ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და, სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება“.
წიქვაძემ განავითარა თეორიას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი 2008 წლიდან იდევნება „დიპ სტეიტის“ მხრიდან – ამ თეორიაში „კრედიტ სუისში“ მომუშავე ბანკირი პატრის ლესკადრონი, რომელსაც ის ივანიშვილის მძარცველად მიიჩნევს, „დიპ სტეიტის“ მიერ გადაბირებული პირი იყო, რომელიც „წლების შემდეგ ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს“.
„სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი „კრედიტ სუისი“ გაკოტრებამდე მიიყვანეს“, – აცხადებდა იგი.
წიქვაძე შეეხო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილისთვის დაკისრებულ სანქციებსაც და გამოთქვა უკმაყოფილება, რომ არავის განუმარტავს მისი კლიენტისთვის, „რა არის „რუსული ინტერესი“, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა“.
ბიძინა ივანიშვილს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა სანქციები. სანქციები შეეხო Credit Suisse-თან მის დავასაც.
ადვოკატის 20 ნოემბრის განმარტებით, სანქცია „სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ“ 24 ნოემბერს უნდა გამოცხადებულიყო.
ამერიკული სანქციები
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა 2024 წლის 27 დეკემბერს. ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში.
· ივანიშვილის სანქცირების გადაწყვეტილებასთან ერთად, სახაზინო დეპარტამენტმა გამოსცა „გენერალური ლიცენზია #116“;
· ეს ლიცენზია ავტორიზებას ანიჭებს ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიების მონაწილეობით ფინანსურ ტრანზაქციებს;
· ეს ნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ტრანზაქციები აკრძალულია, გენერალური ლიცენზიის ძალით, აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ, რომ განახორციელონ ტრანზაქციები/ჩაერთონ ტრანზაქციებში ნებისმიერ კომპანიასთან, რომლის 50%-ს ან მეტსაც ფლობს ბიძინა ივანიშვილი, თუკი ეს კომპანია ცალკე არ არის შეყვანილი SDN სიაში.
· სახაზინო დეპარტამენტმა განმარტა, რომ ლიცენზია არ ახდენს გარკვეული ტრანზაქციების ავტორიზებას, – მათ შორის, სინგაპურის სააპელაციო სასამართლოსთან დაკავშირებულ და მასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებებში გათვალისწინებული ტრანზაქციების ავტორიზებას, – „თუკი ცალკე არ მოხდა ავტორიზება“.
· შესაბამისად, შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ მილიარდერი ექსპრემიერი ვერ მიიღებს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან დავის შედეგად მოგებულ თანხას სპეციალური ნებართვის გარეშე.
კონტექსტი
ბიძინა ივანიშვილი უკვე რვა წელია ცდილობს, ეს ფული დაიბრუნოს.
2015 წელს მან გაიგო, რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ანგარიშებიდან პირადი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი მილიონებს ჰპარავდა.
· ეს გარემოება აღმოაჩინა ივანიშვილის ყოფილმა „პერსონალურმა ფინანსისტმა“, გიორგი ბაჩიაშვილმა;
· ბაჩიაშვილი ამჟამად პატიმრობაშია ბიტკოინებზე ივაშვილის საჩივრის შემდეგ დაწყებული გამოძიებისა და სისხსლისამართლებრივი დევნის შედეგად.
ლესკადრონი 2018 წელს თაღლითობის გამო გაასამართლეს, 2019 წელს ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, 2020 წელს კი თავი მოიკლა. ეს გარემოებები სასამათლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაშიც არის აღწერილი.
ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან რამდენიმე იურისდიქციაში დავობდა თანხის დასაბრუნებლად.
2022 წელს ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილისთვის $607 მილიონის გადახდა დააკისრა, 2023 წლის მაისში კი უკვე სინგაპურის სასამართლომ დაავალა შვეიცარიული ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ $743 მილიონი გადაეხადათ.
Credit Suisse-მა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ამასობაში კი სასამართლომ მას დაავალა, რომ ივანიშვილის კუთვნილი თანხა სხვა შვეიცარიული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა, სანამ საქმე დანარჩენ ინსტანციებს გაივლიდა.
ივანიშვილმა საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო, თუმცა ფული ამ დრომდე არ მიუღია და ის კვლავ რჩება სხვა შვეიცარიული ბანკის (არა Credit Suisse-ის) სადეპოზიტო ანგარიშზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტმა ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – სასამართლომ ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი უარყო და მისთვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება ძალაში დატოვა