– კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს – ჩვენ მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, მოვახერხეთ ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება – მოდუნება დღესაც არ შეიძლება

კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს – ჩვენ მიმართაც იყო მცდელობა, თუმცა უკომპრომისო ბრძოლის შედეგად, მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება – რაც შევძელით ჩვენ, ვერ შეძლო ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროპას უკრაინაში მშვიდობა სურს.
კობახიძის თქმით, „მოდუნება დღესაც არ შეიძლება“.
„ის დამოკიდებულება, რასაც ვხედავთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ, აბსოლუტურად შემაშფოთებელია. ხედავდით, რომ კონკრეტულმა ძალებმა საზარბაზნე ხორცად გამოიყენეს უკრაინა. ეს არის ის სურათი, რასაც ვხედავთ. რაც შეეხება საქართველოს, საქართველოს მიმართაც იყო ასეთი მცდელობა, თუმცა სწორედ ჩვენი უკომპრომისო დამოკიდებულებისა და ბრძოლის შედეგად, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უარყოფითი სცენარის თავიდან აცილება, რაც ძალიან რთული იყო. ამას დასჭირდა ძალიან დიდ ძალისხმევა. თქვენ ხედავდით რამხელა წნეხი იყო ჩვენს ქვეყანაზე და რამხელა უსამართლობა იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის. რაც შევძელით ჩვენ, სამწუხაროდ, ის ვერ შეძლო ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ. ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ხედავთ როგორია ამ ომის ჰუმანიტარული შედეგები, რამდენი უკრაინელია გასული ქვეყნიდან სხვადასხვა მიმართულებით, როგორი ადამიანური მსხვერპლი მოყვა ამ ომს; როგორია ეკონომიკური ზიანი, როგორია ინფრასტრუქტურული ზიანი. ქვეყანა მიიყვანეს განადგურებამდე, მოაწყვეს რევოლუცია და აღარავინ აიღო პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე, რომლებიც ამის შემდგომ განვითარდა.
მოდუნება დღესაც არ შეიძლება. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ ქვეყანას შევუნარჩუნოთ მშვიდობა და გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესი“,- განაცხადა ირაკლი მ.
გარდა ამისა, გამოეხმაურა, -ის პრეზიდენტის, ს განცხადებას, ევროპის რუსეთთან ვაჭრობის შესახებ. მისი თქმით, „რასაც ჩვენ ვამბობდით ამ წლების განმავლობაში, იმას იმეორებს -ის ოფიციალური ადმინისტრაცია“.
„დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ჯერ კიდევ 2022 წლიდან. რეალურად, სახეზეა ორმაგი სტანდარტები. ჩვენ გვედავებოდნენ სანქციების არ დაწესებას. მერე იმას, რომ ძალიან შეზღუდულ ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან. ამ დროს, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აგრესიულები არიან ამ მიმართულებით, 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან ს ფედერაციაში. ეს ეხება ლატვიას და ლიეტუვას. ასეთია ორმაგი სტანდარტები, რაც მოქმედებს. ასევე, სხვა მიმართულებით ბევრად უფრო აქტიური ვაჭრობა აქვთ ამ ქვეყნებს რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, მათი პრეტენზიები იყო აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. რაც შეეხება, ზოგადად, ამ პროცესების განვითარებას, ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. იმედი გვაქვს, საბოლოოდ, დამყარდება მშვიდობა ჩვენ რეგიონში, უკრაინაში, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაგრძელდეს ეკონომიკური განვითარების პროცესი“,- განაცხადა კობახიძემ.