გიორგი ბუტიკაშვილი – ომი ევროპის ტერიტორიაზეა და თუ არა ევროკავშირი, ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, მარტო ზელენსკი? „ქართული ოცნება“ ს მხარეს იჭერს! ჩვენი ძალა ხალხია, რომელიც გაბრაზებულია

ფაქტი სახეზეა, რომ იმ პოზიციებზეა, როცა ვეღარ აკონტროლებს ომის ხაზს. ასეთი სუსტი რუსეთი არ ყოფილა არასდროს – ე.წ. შეთანხმებას რუსეთის გადარჩენის გეგმაც შეიძლება ვუწოდოთ. როგორც არ უნდა დავინახოთ ეს 28-პუნქტიანი გეგმა, მაინც უკრაინის მხარდამჭერ პაქტად გადაიქცევა. ისტორია არცერთ მხარეს დასავლეთში იმის უფლებას არ მისცემს, რომ უკრაინის ეს ბრძოლა დატოვოს მარტო სივრცეში და კაპიტულაცია გამოაცხადებინოს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ეს ომი არის მშვიდობისთვის ბრძოლა. იბრძვის მშვიდობისთვის ევროპაში, მშვიდობისთვის საქართველოში და მშვიდობისთვის ზოგადად მსოფლიოში“.
„[ს 28-პუნქტიანი გეგმა] რაც ვნახეთ და როგორც გავეცანით, ეს იყო სამუშაო ვერსია, რომელმაც, ფაქტობრივად, გაჟონა მედიაში. ეს განზრახ მოხდა თუ არ იყო განზრახ, არ უნდა ვიდავოთ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ რუსეთი იმ პოზიციებზეა, როცა ვეღარ აკონტროლებს ომის ხაზს. ასეთი სუსტი რუსეთი არ ყოფილა არასდროს. მისი ყველა მცდელობა, სამ დღეში მოეგვარებინა სთან ომი, უშედეგოდ დასრულდა და ამდენი წლის შემდეგ, რუსეთი ცდილობს ისევ პროპაგანდისტულად, ისევე ჰიბრიდული ომის მეთოდებით შემოიტანოს კონტრაქტი, ე.წ. შეთანხმება, რომელიც მხოლოდ რუსეთის პოზიციებს აძლიერებს და რუსეთის გადარჩენის გეგმაც შეიძლება ვუწოდოთ. ამ გეგმას არ თანხმდება ზელენსკის ხელისუფლება და არ დათანხმდება არც ევროკავშირი, ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები. ეს ომი არის მშვიდობისთვის ბრძოლა. უკრაინა იბრძვის მშვიდობისთვის ევროპაში, მშვიდობისთვის საქართველოში და მშვიდობისთვის ზოგადად მსოფლიოში, იმიტომ, რომ პუტინი და რუსეთი და პუტინის რუსეთი წარმოადგენს ტერორისტულ სახელმწიფოს და არის საფრთხე არამარტო რეგიონისთვის, არამედ მთლიანი მსოფლიოსთვის. მან ვერა და ვერ გაიაზრა ის, რომ არის ერთი რიგითი სახელმწიფო, რომელსაც ძალიან დიდი შანსი ჰქონდა ყოფილიყო დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო და რეგიონის განვითარებაში შეეტანა წვლილი. ამას არ აკეთებს პუტინი და მისი პირდაპირი პარანოიდული ზრახვები იწირავს უამრავ ადამიანს. ამ კონტექსტში ამერიკის მხარდაჭერაც, როგორც არ უნდა დავინახოთ ეს 28-პუნქტიანი გეგმა, მაინც უკრაინის მხარდამჭერ პაქტად გადაიქცევა, იმიტომ, რომ ისტორია, მორალური მხარე არ მისცემს არცერთ მხარეს დასავლეთში იმის უფლებას, რომ უკრაინის ეს ბრძოლა დატოვოს მარტო სივრცეში და კაპიტულაცია გამოაცხადებინოს“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება სამშვიდობო გეგმის საკითხზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს მთლიანად რუსული მხარე დაიჭიროს.
„რომ დავაკვირდეთ, ომის დაწყების შემდეგ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა საქართველოში თუ სტრატეგიულ სიჩუმეს არ აირჩევდა „ქართული ოცნება“, მაგრამ მეორე მხრივ, სწორედ ახლა, როდესაც უკრაინის ბედი წყდება, უკრაინის მომავალი წყდება, მხარდაჭერა უნდა გამოხატო, რომ უკრაინა მშვიდობისთვის იბრძვის, მათ შორის, საქართველოშიც მშვიდობისთვის იბრძვი. როცა ამას მხარს არ უჭერ, რა გამოდის საკუთარ პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან, ხომ?! თუ მშვიდობის გარანტია არის უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დამარცხება, რომელიც მეორე ფრონტს ავტომატურად მოხსნიდა, ამ შემთხვევაში მხარდაჭერა ხომ უნდა გამოხატო? ისინი პირიქით, კონტრპროპაგანდას უვრცელებენ უკრაინას და „ქართული ოცნება“ ცდილობს მთლიანად რუსული მხარე დაიჭიროს. ამას ღიად კი არ ამბობს, მაგრამ ყველა მათი ნაბიჯი რაც არის გადადგმული, რუსეთს ეხმარება. როგორ შეიძლება სახელმწიფო შენს დამოუკიდებლობას, შენს ქვეყანაში მშვიდობას იცავდეს, საკუთარ ზურგზე გადაჰქონდეს რუსული ძალა და შენ ამ დროს აკეთებდე რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს, პირდაპირ თუ არა პირდაპირ. სწორედ ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. ისინი ხედავენ თავისი უზურპატორული ძალაუფლების განმტკიცებას მხოლოდ რუსეთში ანუ მათთან ურთიერთობაში შეუძლიათ ისინი გადარჩნენ, როგორც მოძალადე ავტორიტარები“,- განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის, ს პოზიციას, რომ დამაფიქრებელია ევროპელი ლიდერების პოზიცია, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებულ სამშვიდობო გეგმას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროკავშირის თანხმობაც ჰქონდეს, ბუტიკაშვილის განმარტებით, „პაპუაშვილი ცდილობს, რომ ევროპა არასამართლიანი და არამორალური პოზიციიდან აჩვენოს“.
„ცალკე ევროკავშირს არ აქვს საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა, ახლა მუშაობენ, ახლა ძლიერდება ეს კუთხე. ევროპა პირდაპირ ვერ ჩაერთვება ამ ომში, მაგრამ ყველანაირად ეხმარება უკრაინას, რომ მან სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, შეინარჩუნოს მშვიდობა და დაასრულოს ეს ომი. ეს მხარდაჭერა აქვს უკრაინას. აქვს ამერიკის მხარდაჭერაც. ამდენი ხნის განმავლობაში ამერიკა ეხმარებოდა და კვლავაც დაეხმარება, მიუხედავად ამ შეთანხმებისა, რომელიც თითქოს ერთი კუთხით არასახარბიელოდ გამოიყურებოდა უკრაინისთვის. ეს პროცესი დაიძრა. დასავლეთის, ანუ ევროპის დახმარებით, ასევე ამერიკის დახმარებით უკრაინა მოახერხებს რუსეთის დამარცხებას, ან შეთანხმებას ისეთ პირობებზე, რომელიც იქნება უკრაინისთვის გამარჯვების, გაძლიერების საწინდარი. ასევე იქნება ახალი უსაფრთხოების კონტექსტში ჩართვის საფუძველი, რომ რუსეთმა შეაჩეროს საკუთარი იმპერიალისტური ზრახვები, რაც აქვს არამარტო უკრაინაში, აქვს მთლიანად რეგიონში. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი რეგიონში მარცხდება და დამარცხდა რეგიონში. ჩვენ ვნახეთ, რომ სომხეთშიც დამარცხდა მისი გავლენები, აზერბაიჯანშიც, სირიაშიც. რუსეთი კარგავს, სუსტის პოზიციაშია. როცა რუსეთი სუსტის პოზიციაშია და პაპუაშვილი თავს ესხმის კვლავაც ევროკავშირს, ევროკავშირს ელაპარაკება ულტიმატუმების რეჟიმით, ვის ეხმარება ამ დროს?
ევროპა არის ნატოს წევრიც. ომი მიმდინარეობს ევროპის ტერიტორიაზე. ვინ უნდა იყოს ჩართული ამ ომში, ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდაზე? მარტო ზელენსკი? ომს მარტო უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს? ანუ პაპუაშვილის გაგებით რუსეთი ომს მარტო უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს? ეს ასე ხომ არაა?! ეს არის პუტინის რეჟიმის იმპერიალისტური ზრახვა, რომელიც უკრაინას გასცდება დღეს თუ არა ხვალ და სხვა სახელმწიფოებსაც მოიცავს თუ ის გაუვიდა, რაც პუტინმა დაისახა მიზნად, მაგრამ ის 3-დღიანი სპეცოპერაცია რაც მას უნდოდა, ხომ არ გამოსდის? ამდენი წლის განმავლობაში არ გამოსდის. პაპუაშვილი კვლავაც ცდილობს, რომ ევროპა არასამართლიანი და არამორალური პოზიციიდან აჩვენოს. თავად მისი ზრახვა არის, რომ უკრაინა დამარცხდეს. მისი და ივანიშვილის სკამი, ივანიშვილის ფული არის მათთვის მთავარი, რომლისთვისაც იბრძვიან. ისინი არც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვიან და არც უკრაინის მშვიდობისთვის იბრძვიან, არც ზოგადად მშვიდობისთვის არ იბრძვიან. სწორედ მათ განცხადებებში ჩანს ამორალური საქციელი, ქცევა, საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის შეურაცხყოფა საკუთარი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
გარდა ამისა, მან 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და 1 წელზე მეტია სხვადასხვა ჯგუფები ყოველდღიურად იგონებენ ახალ გზებს როგორ ებრძოლონ სისტემას“.
„ის ადამიანები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, არსად არ დაკარგულან. ეს ხალხი არსებობს. შეიძლება ჩვენ აქტიურად ვერ ვხედავდეთ მათ ქუჩაში, ამას გამბედაობა სჭირდება და სწორედ იმ შიშების დამარცხება, რასაც „ქართული ოცნება“ ყოველ ჯერზე კულტივირებს. სხვადასხვა კანონს ამიტომ ცვლის, იღებს რეპრესიულ კანონებს, ცდილობს რომ ძალა აჩვენოს, რომ მათი სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობს და ლეგიტიმურია. ლეგიტიმაციის ჩვენება სურს. სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ხალხი არ ეგუება მათ ლეგიტიმაციას და ეს გამოიხატება სწორედ იმაში, რომ თავად „ქართული ოცნება“ მოქმედებს შიშის ფაქტორიდან გამომდინარე. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის გარემოება, რატომ იღებს ამდენ რეპრესიულ კანონს? რატომ ცდილობს სინდისი პატიმრები ჰყავდეს ციხეში? ეს არის მათი სასოწარკვეთისა და პარანოიის შედეგი. 1 წელზე მეტია სხვადასხვა ჯგუფები ყოველდღიურად იგონებენ ახალ გზებს როგორ ებრძოლონ სისტემას.
ჩვენი ძალა არის ხალხი, რომელიც გაბრაზებულია „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენი ამოცანაა რა არის? ამ 28 ნოემბრის აქციაც ამას ეძღვნება – ვითხოვთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელიც იქნება ჩატარებული თავისუფალ გარემოში და ვითხოვთ პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. ეს ორი ამოცანა არის ჩვენი მისაღწევი. ინდივიდუალურად მარტო მე და თქვენ ვერ მივაღწევთ, ეს გაერთიანებული ძალებით მიღწევადია და ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო