-თან მოლაპარაკების მონაწილე უკრაინელი მაღალჩინოსანი თანამოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერჰიი კისლიცამ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება და 23 ნოემბერს მონაწილეობდა ამერიკელ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებაში, დღეს, 24 ნოემბერს სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე ფრანგულად დაწერა, რომ „ეს იყო გრძელი, მაგრამ პროდუქტიული კვირა დღე ჟენევაში“.
„შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დარჩით უკრაინელებად მიუხედავად ყველაფრისა“, – მიმართავს დიპლომატი თანამოქალაქეებს.
-სა და ს შორის ჟენევაში 23 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებაზე დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.
მოლაპარაკების ამ რაუნდის შემდეგ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, განხილვამ აჩვენა არსებითი პროგრესი პოზიციების შეთანხმებასა და შემდგომი მკაფიო ნაბიჯების განსაზღვრაში, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ნებისმიერი მომავალი შეთანხმება სრულად უნდა სცემდეს პატივს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოს მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა და მოლაპარაკების შედეგად მხარეებმა მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.
და აშშ შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გააგრძელებენ ინტენსიურ მუშაობას საერთო წინადადებებზე, მჭიდრო კონტაქტი ექნებათ ევროპელ პარტნიორებთანაც, ჩარჩო დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილებებს კი უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები მიიღებენ.
გასულ კვირაში მედიამ მოიპოვა უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ მომზადებული გეგმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახავს ს მოთხოვნებს. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ს ნაწილად აღიარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა 20 ნოემბერს დაადასტურა შეერთებული შტატებისგან გეგმის მიღება.
21 ნოემბერს პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.
23 ნოემბერს უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებების დაწყების დღეს ს დელეგაციისგან მიღებული პირველი ანგარიშების შედეგების მიხედვით პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა რომ შეერთებული შტატების წინადადებებში შესაძლოა, გათვალისწინებული იყოს უკრაინის ხედვაზე დაფუძნებული და ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ზოგიერთი ელემენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ჟენევაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ უარს ამბობს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებზე, ევროპელებთან ერთად უნდა ესმოდეს, რომ ფრონტის ხაზის ძირითად მონაკვეთებზე აუცილებლად განმეორდება ის, რაც კუპიანსკში მოხდა. ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი, როგორც პუტინმა თქვა, ნოემბრის დასაწყისისთვის „პრაქტიკულად, მთლიანად და სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში იყო“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება