“პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია და ალბათ არც ღირს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, უკრაინა რა სავალალო ვითარებაში ჩავარდა. უკრაინის პრეზიდენტსაც კი მოუწია იმის თქმა, რომ ორი არჩევანი გვაქვს – ან დავკარგოთ სტრატეგიული მოკავშირე, ან ღირსება. ჩვენ ამას ვწინასწარმეტყველებდით. ვიცოდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. თითქოსდა ეს ეფემერული მხარდაჭერა, რომლებიც ევროპის ქვეყნებიდან უკრაინისადმი მიდიოდა, დიდი შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა. არც გააზრებული იყო, მათ მხოლოდ ერთადერთი რამ ადარდებდათ, რომ თავიანთ ტერიტორიაზე რაიმე სამხედრო კონფლიქტი არ მომხდარიყო და უკრაინაში თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილიყო. ეს ამ საკითხის სწორი მიმართულება, სწორი ხედვა არ იყო და ამ სავალალო მდგომარეობამდე მივიდნენ.
ვინაიდან ვიცოდით, რომ თეორიულად და პრაქტიკულადაც ასე იქნებოდა, ჩვენი ამოცანა იყო, საქართველო ამ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო და ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგით. გვეუბნებოდნენ, რომ ეს გამოგონილი და პროპაგანდისთვის მოტანილი თემებია, არავითარი საფრთხე საქართველოსთვის არ არსებობს. მაშინ ჩვენ რომ ის ნაბიჯები გადაგვედგა, რასაც ოპონენტები გვთავაზობდნენ, ასეთ სავალალო და უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ტერიტორიულად გაცილებით პატარა ქვეყანაა საქართველო და მისთვის ზიანის მიყენება გაცილებით ადვილია. ადამიანთა რესურსი, რაც ჩვენთან ცხოვრობს, შეუდარებლად მცირეა, ვიდრე უკრაინის. წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა არჩევანის წინაშე დავდგებოდით, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ასეთ სავალალო არჩევანზე ლაპარაკობს?” [ პირველი არხი] | ამბობს ოცნების წევრი შარმანაშვილი.




