ალექსანდრე დარახველიძე – თუ წიწაკის სპრეი 16 წლის ზევით, 18 წლამდე ასაკის პირს ექნება, მის მიმართ გავრცელდება შესაბამისი რეგულაციები, ხოლო თუ 16 წლის ქვემოთ ბავშვის ხელში მოხვდება, მოვიძიებთ, ვინ გაყიდა და პასუხისმგებლობა მას დაეკისრება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რა სანქცია დაეკისრება 18 წელს მიუღწეველ პირს წიწაკის სპრეის შეძენა – ტარებისთვის. როგორც დარახველიძემ პარლამენტის სპორტის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თუ წიწაკის სპრეი 18 წელს მიუღწეველ 16 წელს ზემოთ ასაკის პირს ექნება, მასზე გავრცელდება ადმინისტრაციული წესით გათვალისწინებული სანქცია. იმ შემთხვევაში კი თუ ეს საშუალება 16 წლამდე პირს აღმოაჩნდება, მოიძიებს და სანქციას დააკისრებს წიწაკის სპრეის გამყიდველ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს.
„რაც შეეხება იმას, 18 წლის ასაკს ქვემოთ თუ მოხვდება წიწაკის სპრეი ბავშვის ხელში, მოგეხსენებათ, ჩვენთან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 16 წლის ასაკიდან იწყება, შესაბამისად, თუ 16 წლის ზევით, 18 წლამდე ექნება ბავშვს ეს საშუალება, მის მიმართ გავრცელდება ის რეგულაციები, რაც გათვალისწინებულია წიწაკის სპრეის ქონასა და ტარებაზე, თუ უნებართვოდ იქნება ეს და შესაბამისი სანქციები გატარდება. 16 წლის ქვემოთ, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვიძიებთ, ვინ გაყიდა ეს საშუალება და იურიდიული პირი იქნება თუ ფიზიკური, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ არ ჰქონდა უფლება მიეყიდა 18 წელს მიუღწეველი პირისთვის წიწაკის სპრეი. ასევე, მშობლის პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ამ შემთხვევაში არ გვაქვს აქ ჩადებული, ამ ნაწილში შეგვილია ვიფიქროთ, რომ მშობლის მიმართებითაც დაწესდეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტშია და მისი საკომიტეტო განხილვა მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი ნებართვას დაექვემდებარება. მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, -ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ამ გამოცდის შემოტანით უნდა გადაფარონ ის “ინოვაციური” საგანმანათლებლო რეფორმა, რომელიც საბოლოდ აასრულებს პუტინის ოცნებას და დაასამარებს ისედაც გაუბედურებულ საგანმანათლებლო სისტენას

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას