28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასრულების მნიშვნელოვან შანსს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი ლიდერი ცდილობს მის დაბლოკვას, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას.
„ჩვენი პოზიცია ნათელია: ყველა ევროპელი პოლიტიკოსის ვალია სრულად და უპირობოდ დაუჭიროს მხარი ამ გეგმას, რადგან ეს რაციონალური და ჰუმანური არჩევანია“, – წერს სიიარტო.




