პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე უნდა განეთავსებინათ.
„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას

ირაკლი ქადაგიშვილი – სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის – უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის