ირაკლი ღარაბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე – როგორია პრემიერ – მინისტრრის მიერ გაჟღერებული გზავნილები

საქართველოს როლი ე.წ შუა დერეფნის პროექტში, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ალტერნატიული მარშრუტი, ქვეყნის პოტენციალი ენერგეტიკის სფეროში და შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის განთავსების მნიშვნელობა-ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც პრემიერ მინისტრი დავოსში კონკრეტულ შეხვედრებს მართავს. კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც მთავრობის მეთაური ესაუბრა. სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებთან ერთად მხარეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პროექტი და, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატში ამ სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციას მხარს უჭერს. კომპანია Maersk-ი ტვირთების გადაზიდვის სფეროში მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაციაა და მის ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს პრემიერ მინისტრმა ყურადღება ს ნავსადგურში ტვირთბრუნვის გაზრდილ მაჩვენებელზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ 2023 წელს ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 65.7%-ით მეტია.
ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი იყო საუბრის მთავარი თემა კომპანია TAQA-ს ხელმძღვანელთან. განახლებადი ენერგეტიკის განვითარება, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ეს შეხვედრაზე პრემიერ მინისტრმა კიდევ ერთხელ თქვა. ითქვა, ისიც, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელზეც საქართველოს მთავრობა პარტნიორებთან ერთად მუშაობს. შეხვედრის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა იასიმ ჰუსეინ აჰმედ ტაბეტს საქართველოში ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზეც მიაწოდა ინფორმაცია და საინვესტიციო პოტენციალის უკეთ შესასწავლად საქართველოში დაპატიჟა. კომპანია TAQA ელექტროენერგიისა და წყლის მნიშვნელოვან წილს აწარმოებს და აქტივები არაერთ ქვეყანაში აქვს. TAQA საქართველოში 100 მგვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ავითარებს.
დავოსში გამართული შეხვედრების დროს პრემიერ-მინისტრი დღეს უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელსაც შეხვდა. Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან საუბრის ძირითადი საკითხები ეკონომიკურ ტენდენციებს, IT და ტურიზმის სექტორში არსებული ვითარებას უკავშირდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ლევენთ ჩაკიროღლუსთან საუბრის დროს საქართველოში ამ სექტორების ხელსაყრელ საგადასახადო პირობებზე გააკეთა აქცენტი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, მთავრობის პოლიტიკის შედეგად კი ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ტურიზმის სექტორიდან პირდაპირი შემოსავალი კი გაზრდილია. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. Koç Holding საქართველოში რამდენიმე სასტუმროს უკვე ფლობს.
დავოსის ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრები, არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილშიც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ქართული დელეგაციის წევრების შეფასებით პრემიერ მინისტრი 2-ვე მიმართულებით პარტნიორებთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დავოსის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებულ დატვირთვასაც იძენს.
დავოსში პირისპირ შეხვედრებს მართავენ მთავრობის წევრებიც. ევროპის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ილია დარჩიაშვილსა და მის ჰოლანდიელ კოლეგას შორის. ვიცე პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კი შეხვედრა გამართა მსხვილი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Bank of Americas-ს დელეგაციის წევრებთან. მხარეებმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილმა Bank of Americas-ს წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. საქართველოში უახლოეს მომავალში ჩინური კორპორაცია ”ნეოსოფტის” დელეგაციასაც ელოდებიან. სამთავრობო დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთი შეხვედრა სწორედ ”ნეოსოფტთან” გამართეს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში კვირის ბოლომდე გაგრძელდება, ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციული მიღებაც გაიმართა. კლაუს შვაბის სახელით გამართულ ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა

გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი

თამთა მეგრელიშვილი: IRI საქართველოში განულებული რეპუტაციით სარგებლობს, რაც მათმა რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილმა არაერთმა კვლევამ გამოიწვია. მათ მიერ დადებულ შედეგებს რთულია კვლევა უწოდო, რადგან ეს შედეგები მათი სურვილების დემონსტრირება უფრო იყო ვიდრე რეალობა