ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2025

– “ტრამპს არჩევანის გაკეთება უწევს რუსეთსა და ევროპას შორის და არა მგონია, ეს მარტივი იყოს”
ვისთვის ასუფთავებს “ოცნება” პოლიტიკურ ველს
ვახტანგ ხმალაძე – “დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან”
* * *
– “ტრამპს არჩევანის გაკეთება უწევს რუსეთსა და ევროპას შორის და არა მგონია, ეს მარტივი იყოს”
“ტრამპის პოლიტიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია. მისი პოზიცია თავიდანვე არათანამიმდევრულია, პრეზიდენტობა დაიწყო სწორედ ამგვარი მკაცრი დამოკიდებულებით უკრაინის მიმართ, შემდეგ ს მიმართ გახდა გაცილებით ხისტი და გასაგებიც, მაგრამ ახლა ისევ დაუბრუნდა იმ დღის წესრიგს, რომლის შედეგადაც ეს ე.წ. სამშვიდობო გეგმა შესაძლებელია აღვიქვათ როგორც უკრაინის კაპიტულაცია, თუ, რა თქმა უნდა, გამოქვეყნებული პირობები რეალობას შეესაბამება. შეუძლებელია ტრამპის ადმინისტრაციას არ ესმოდეს, რომ ამ პირობებს, უბრალოდ, ვერ დათანხმდება. ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის, ზოგადად ცივილიზებული მსოფლიოს მარცხის ტოლფასი. არ ვიცი, რა ჩანაფიქრი დგას ამის უკან და როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამ ეტაპზე შექმნილია საკმაოდ დრამატული ვითარება”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჩატარდება თუ არა 2026 წელს ახალი საპარლამენტო ?!
“ზელენსკიმ იცის, რომ ამერიკა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამასთანავე, ტრამპის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, დიპლომატიურობაა საჭირო. ახლა დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად მოახერხებენ კოორდინირებას და დანარჩენი ევროპა, რათა ტრამპი აიძულონ, რომ ამ ე.წ. სამშვიდობო გეგმით შექმნილ დღის წესრიგს ჩამოშორდეს. მე არ ვიცი, რა მოტივები ამოძრავებს ტრამპს, როდესაც ამ მიმართულებით მოძრაობს. მას ამ გზაზე არა აქვს სერიოზული არგუმენტები. ეს ყველაფერი თუ მართლაც დაიჟინა, ვფიქრობ, პასუხს თავის ქვეყანაშივე მიიღებს და მისთვის ეს არ იქნება მარტივად აღსადგენი რეპუტაციული ზიანი. როგორც უკვე ვთქვი, ერთი ამგვარი შეტევა უკრაინაზე ტრამპმა უკვე მიიტანა, რაც საბოლოოდ ე.წ. იშვიათ ლითონებზე წვდომის შეთანხმებით დასრულდა. ამჯერად რა მიზანი აქვს, რთული სათქმელია. შესაძლოა ეს იყოს ტრამპის ერთგვარი დიპლომატიური თამაში ან კიდევ სხვა რამ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ბევრი რამ გამოჩნდება. შესაძლოა ტრამპი გარკვეული გარემოებების გამო იძულებულია, რუსეთს აჩვენოს ტაქტიკური ლოიალურობა, რათა გარკვეული საფრთხეების პრევენცია მოახდინოს. შესაძლებელია კიდევ უფრო ცუდადაც არის საქმე…”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“ამ ეტაპზე თავს შევიკავებ წინასწარი დასკვნების გაკეთებისგან. ეს ომი არ არის სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მსგავსი, რომ ტერიტორიების დათმობით მოგვარდეს, ყარაბაღის შემთხვევაში ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ლოგიკით განვითარდა, რუსეთ-უკრაინის ომი კი ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს გაცდენილი კონფლიქტია – ეს არის ერთი ქვეყნის აგრესია მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, ეს არ არის ტერიტორიული დავა. ამასთანავე, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის თემა, რაც შეუძლებელია ტრამპს არ ესმოდეს. ეს არის მთლიანად ევროპის უსაფრთხოების საკითხი. ბუნებრივია, ევროპა დღეს მხოლოდ უკრაინას კი არა, თავს იცავს. ამ შეთანხმების რეალიზება კი ნიშნავს, რომ უკვე საფრთხე დაემუქრება მთელ ევროპას. დღეს ტრამპს არჩევანის გაკეთება რუსეთსა და უკრაინას შორის კი არ უწევს, არამედ რუსეთსა და ევროპას შორის, და არა მგონია, ეს მარტივი იყოს. -ის პრეზიდენტი გავლენიანი ფიგურა კია, მაგრამ ის არ არის აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი, რომ ასეთ კატასტროფულ შედეგებამდე მიიყვანოს მთელი სამყაროს წესრიგი, რომელიც დღეს სრულიად ახლებურად ყალიბდება”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ტრამპი ყველა პარტნიორზე უარს იტყვის, გამოდის, ს იმედად დარჩება? ეს ცოტა არ იყოს, რთული წარმოსადგენია, თანაც ვეჭვობ, ტრამპის ადმინისტრაციას ამის რესურსი ჰქონდეს. შეიძლება სხვა ფარული მიზეზებიც იყოს, იგივე ეფშტეინის ფაილების გამოქვეყნების საკითხი, სადაც, როგორც ამბობენ, ტრამპზეც მოიპოვება მასალები. საზოგადოდ, დღის წესრიგში აქცენტების შეცვლა, ერთი თემის მეორით გადაფარვა, დამახასიათებელია პოლიტიკისთვის. თუმცა ეს მაინც ვარაუდებია და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მოსკოვშიც და კიევშიც ესმით, რომ ვინც პირველი ჩამოაყალიბებს ამ პირობებზე საკუთარ პოზიციას, წაგებული იქნება. აქ პაუზის დაჭერა იქნება მთავარი იარაღი. ზელენსკიც კი, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, ამ პირობებს არ და ვერ დათანხმდება, თავს იკავებს კატეგორიული განცხადებებისგან. მას კარგად ესმის, რომ ხისტი პოზიციის გამოხატვა შეიძლება პოლიტიკურ წაგებად დაუჯდეს. ამიტომ ყველა ეცდება ჯერჯერობით დროის გაყვანას”… – მიიჩნევს ექსპერტი.
“ივანიშვილი იყო აბსოლუტურად პროდასავლური, ანტირუსული განწყობის ადამიანი. მათ შორის დიდი ლიბერალიც ყველა იმ მიმართულებით… განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა -ის მიმართ. რა `დიპ სტეიტი~, აღმატებულ ხარისხში მოიხსენიებდა ხოლმე დასავლეთს. შეიძლება მკითხოთ, დღევანდელი გადასახედიდან ეს თამაში იყო თუ არა? – ჩემი აზრით, არა, ბოლოს და ბოლოს, სულ ცოტა, იმის აღიარება არ მინდა, რომ იმდენად ბრიყვი ვიყავი, რომ ის `დიპ სტეიტს~ ებრძოდა, მე კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი. მე ჩემი დიაგნოზი მაქვს რატომ განვითარდა ასე მოვლენები. არა მგონია, ივანიშვილი თავიდანვე რუსული პროექტი იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა რუსეთში, თანაც არა აქვს პოლიტიკური განათლება და ცოტა რამ იცის, თუ როგორ ყალიბდება ცივილიზებული სახელმწიფო, ის ქვეყნის მართვისას ხელმძღვანელობდა იმ ემპირიული გამოცდილებით, რაც მიიღო რუსეთში. შესაბამისად, მოდელი, რომლის ფორმირებაც დაიწყო, რუსული გამოუვიდა. იცით, როგორ მოუვიდა – ბავშვი კაცის ხატვას რომ იწყებს და ბოლოს ქალი გამოსდის. ეს რომ დაემართა, თავისთავად აღმოჩნდა საკუთარი ნახელავის ტყვეობაში და გახდა რუსეთის ლუკმა – ის დღეს რუსეთის მძევალია”, – ამტიცებს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე – “სჭირდება “ოცნებას” ვადამდელი ?” – პასუხობს:
“ჩემი აზრით, გადაწყვეტილებები საქართველოში აღარ მიიღება. უფრო სწორად, რუსული პოლიტიკა სერიოზულ გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუციიდან ამოიღოს 78-ე მუხლი, რასაც სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არის ერთი მიზეზიც – პუტინის ხელისუფლების დასუსტების შემთხვევაში, ივანიშვილმა შეიძლება გადააგდოს რუსეთი და შემობრუნება დაიწყოს დასავლეთისკენ. ამ შემთხვევაში მას არჩევნები დასჭირდება ლეგიტიმაციის დასაბრუნებლად. თუმცა ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ არჩევნები აუცილებლად ვადაზე ადრე ჩატარდება. დღევანდელ სამყაროში იმდენი პოლიტიკური ფაქტორი მოქმედებს, კაცმა არ იცის, რა მოხდება”.
“ერთი ფრაზით თუ შევაფასებთ იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ეს არის სისუსტის დემონსტრირება, რა დროსაც სამიზნეც ერევათ და სხვა ბევრი რამაც. ამ ყველაფრით ძალიან კარგად სარგებლობს ხელისუფლება. შიგაპოლიტიკური რისკები ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის მეთოდურად აშენებს რუსული ტიპის სუვერენულ დემოკრატიას ერთი სახელისუფლებო ძალით და მისი სატელიტი ოპოზიციით. როგორც დაგეგმილი აქვთ, ყველა ურჩი პოლიტიკოსი უნდა გადაიყვანონ არასისტემური ოპოზიციის სტატუსში. მოგეხსენებათ, არაერთი პარტიის გაუქმებას აპირებენ, რასაც მაინცდამაინც არც აპროტესტებს ოპოზიცია. ოპოზიციის ლიდერები დღეს უფრო არაფორმალურ დისიდენტებად გამოიყურებიან, ვიდრე შედეგზე ორიენტირებულ პრაგმატულ პოლიტიკოსებად. ციხეში ჩაჯდომა კი კარგ ამბად მიაჩნიათ – ასე, როგორც წესი, დისიდენტები იქცევიან და არა პოლიტიკოსები. პოლიტიკოსის ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლაა და არა გმირობის პირადი მაგალითების ჩვენება. აქედან გამომდინარე, არსებული პოლიტიკური კლასის არა მხოლოდ “აფდეითი”, არამედ “აფგრეიდიც” გვჭირდება – ანუ სისტემის სრული განახლება”, – განმარტავს ექსპერტი.
“აქ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს ახალ თაობას, რომელსაც ყველაფერი აქვს: პატრიოტიზმი, გამბედაობა, ინტელექტი, თავისუფლების წყურვილი და ა.შ. ერთადერთი, რაც არ მომწონს მათში, ის არის, რომ ამბიცია არა აქვთ. რატომღაც ახალმა თაობამ მიიჩნია, რომ პოლიტიკა არ არის მათი საქმე. არადა, მათ წიაღში არიან ის ლიდერები, რომლებიც უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე. ამისთვის მეტი ამბიციაა საჭირო. ნუ უყურებენ ამ პოლიტიკურ კლასს, თვითონ აიღონ პროცესების მართვის სადავეები ხელში და დააბრუნონ ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე. ჩვენი თაობის პოლიტიკოსებს თუ სამოქალაქო აქტივისტებს ერთადერთი რამ დაგვრჩენია, მათ ხიდად ვიქცეთ, დავეხმაროთ, ზურგი გავუმაგროთ. დარწმუნებული ვარ, სწორედ მათშია ის სარდლობა, რომელიც საზოგადოებაში არსებული დიდი პროტესტის კონსოლიდირებას შეძლებს და წინ გაუძღვება. 28 ნოემბერს დიდი აქციაა დაანონსებული და რაც შეიძლება ბევრი უნდა მივიდეთ და ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ დიქტატურის დამყარება ასე ადვილად არ გამოუვა. ეს უწყვეტი პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა ერთიც _ თუ წარმატების მიღწევა გვინდა, პროტესტი უნდა იქცეს დიდი პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად”, – დასძენს ხუხაშვილი.
ვისთვის ასუფთავებს “ოცნება” პოლიტიკურ ველს
“მმართველ გუნდში აქცენტს ისევ ახალი პოლიტიკური ძალების შექმნასა და პოლიტიკური ველის გაჯანსაღების საჭიროებაზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. პრემიერი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შემდეგ, შეიქმნება პირობები ქვეყანაში “ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრის” ფორმირებისთვის. ანალიტიკოსებს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილის აზრით, “ოცნება” უბრალოდ მთავარ კონკურენტებს იშორებს და ნაკლებადაა დაინტერესებული ახალი რეიტინგული ოპოზიციური ძალების გაჩენით. მეორე ნაწილის აზრით კი, ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირება ბუნებრივად მოხდება და ამ მხრივ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა “ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძნა ივანიშვილის განცხადება, რომ 2028 წელს, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება. შეგახსენებთ, რომ “ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც სამი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის” და “ლელოს” აკრძალვას ითხოვს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვისთვის ასუფთავებს “ოცნება” პოლიტიკურ ველს – “არ დაგვავიწყდეს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2028 წელს საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება”.
“პრემიერ ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია საქართველოში ლაგდება ქვეყნის გარედან და ეს არის ხელოვნური პროცესი. “ოპოზიციის მხარეს ყველაფერი ლაგდება ქვეყნის გარედან. იქიდან ნიშნავენ პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს. შექმნეს ერთი პარტია, მეორე, მესამე, გეგმებს უწერენ, მესიჯების დონეზე უდგენენ ტექსტებს და ა.შ. ყველაფერი ხდება გარედან”, – აცხადებს . მისი თქმით, საქართველოში ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია, რომ კონკრეტული სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მოხდეს. “ეს არის ერთადერთი გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად დავრჩებით ამ ჩაკეტილ წრეზე და მოგვიწევს ერთ წრეზე სიარული”, – თქვა პრემიერმა. ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით “ოცნება” პოლიტიკურ ველს მხოლოდ თავისთვის ასუფთავებს. განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველაფერი ხალხის დაკვეთაზეა დამოკიდებული”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ, “ოცნება” პოლიტიკურ ველს არავისთვის არ ასუფთავებს. საკუთარი თვისთვის ასუფთავებენ, მას არ სჭირდება ოპოზიცია და აქ “ნაცებზე” არ არის საუბარი. ეს არის საბაბი რეალურად. მაგალითად, ეს აკრძალვა ეხებათ ისეთ პარტიებს რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირად არ არიან დაკავშირებული – მაგალითად, “ლელო”. თან ისიც აქვთ გამოცხადებული – პარტია, რომელიც სუსტია და მოძლიერდება, ავკრძალავთო. ასე რომ, მხოლოდ თავისთვის ასუფთვებენ პოლიტიკურ ველს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ის ზოგადად პოლიტიკური ველის გასაჯანსაღებლად პარტიების აკრძალვას სიგიჟედ მიიჩნევს. იგი არც ახალი პარტიების გამოჩენას ელოდება და არც უკვე არსებული პარტიების გაძლიერებას. “კობახიძემ პარტია შეიქმნებაო რომ თქვას, “ოცნება” კიდევ შექმნის მეორე “ოცნებას”, თუ რა მოხდება? რა იქნება, რომ შექმნას ისეთი ფუყე და არაფრის მთქმელი, როგორიც არის “ხალხის ძალა” ან ინჯიას პარტია? როგორ შეიძლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვით გაჯანსაღდეს პოლიტკური ველი, სიგიჟეა”, – დაასკვნის დავით ზურაბიშილი.
“ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რას აპირებს “ქართული ოცნება”. მოგეხსენებათ, პოლიტიკური ველი ზუსტად იგივეა, რაც ბიზნესმარკეტი – არის მოთხოვნა და არის მიწოდება. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ იყოს ამა თუ იმ პოლიტიკური ორიენტაციის პარტია, მაგალითად, მემარჯვენე ან მემარცხენე, ისინი გამოჩნდებიან. აქ მთავარი არის ის, რასაც ქართულ რეალობაში ვაწყდებით – ვინ იქნება ამა თუ იმ პარტიის უკან, ვისი ყურები გამოჩნდება. ძალიან არ მინდა არც მე და არც ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომ ე. წ ჯიბის პარტიები გამოჩნდნენ, მაგრამ თუ იქნება თანასწორი ველი, როცა ამა თუ იმ აქტორს თავისუფლად მოქმედების საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, იქ ჯიბის პარტიები არ იქნებიან, მაგრამ იქნებიან ამა თუ იმ იდეით შეკრებილი ადამიანები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ზუსტად ვერ გეტყვით მემარცხენეები იქნებიან თუ მემარჯვენეები, ეს არის დამოკიდებული ხალხის დაკვეთაზე”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“აბაშიძე სავსებით რეალურად მიიჩნევს ახალი პოლიტიკური ძალების ფორმირებას. “ძალიან რთულია ამაზე პროგნოზი, მაგრამ, ვფიქრობ, ის აქტიური ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ მედია-სივრცეში, ალბათ, ისინი შეკავშირდებიან და შექმნიან ახალ გაერთიანებას. როდესაც პროგნოზებზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს ს ინტერვიუ, სადაც მან თქვა, რომ 2028 წელს საქართველოს კოალიციური მთავრობა ეყოლება. როგორც კობახიძემ, ასევე უწინარესად ბიძინა ივანიშვილმა, მათ უკეთ იციან პოლიტიკური პროგნოზები, რომლებიც ზუსტად ხდება”, – დასძენს აბაშიძე.
ვახტანგ ხმალაძე – “დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან”
“საარჩევნო კოდექსში ბოლო ცვლილებების პაკეტი გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც “ქართული ოცნება” უკვე კარგა ხანია ატარებს. საარჩევნო გარემოში იგულისხმება: საარჩევნო ადმინისტრაცია, პროცედურები, რომელთა მიხედვითაც უნდა წარიმართოს თავად საარჩევნო პროცესი, ამომრჩეველზე ზემოქმედებისა და არჩევნების დროს დაშვებული დარღვევების გამოვლენის შესაძლებლობა… ყველა ეს პარამეტრი ბოლო პერიოდში თანდათან უფრო და უფრო აუარესებდა საარჩევნო გარემოს. ეს უპირველესად განპირობებული იყო იმით, რომ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრთა ნახევარზე მეტი, ფაქტობრივად, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იყო და შესაბამისად, საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს მთლიანად “ქართული ოცნება” აკონტროლებდა. ასეთ ვითარებაში ნდობა საარჩევნო კომისიებისადმი ძალიან დაბალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საარჩევნო კომისიები კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ ეკრძალებათ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა და რას ითვალისწინებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები?! / “დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან”
“ამ ბოლო ცვლილებებს თუ შევხედავთ, მოდი, ყველაზე სკანდალურ ცვლილებაზე ვთქვათ – საარჩევნო უბნები საქართველოს ტერიტორიის გარეთ აღარ გაიხსნება. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს ჩამოსვლა დასჭირდებათ. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას. ჯერ ერთი, ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ემიგრანტები ნაკლებად ინფორმირებული არიან, რეალობას არ შეესაბამება – 21-ე საუკუნეში მათ აქვთ იმავე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც საქართველოში მყოფ ამომრჩეველს. გარდა ამისა, ასიათასობით ემიგრანტის გადმოფრენა რამდენიმე დღეში ფიზიკურად შეუძლებელია. ემიგრანტებს აქამდეც შეზღუდული ჰქონდათ მონაწილეობა, რადგან საზღვარგარეთ იმდენი უბანი არ იხსნებოდა, რამდენიც საჭირო იყო, ახლა კი მონაწილეობა საერთოდ შეუძლებელი ხდება. ამავე მდგომარეობაში ხვდებიან დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებიც, რასაც დიპლომატიური სამსახურის პარალიზებაც მოჰყვება. ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს – არჩევნების საყოველთაობას, ამომრჩევლის ნების თავისუფლებასა და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს მოქალაქეთათვის მონაწილეობის შესაძლებლობა, მიუხედავად მათი ადგილსამყოფლისა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
“საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბანი იქმნება იქ, სადაც 25 ამომრჩეველზე მეტია, რათა მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობის უფლება იყოს დაცული და ადამიანებს, პირობითად, სხვა სოფელში არ მოუხდეთ წასვლა. ახლა კი ტოკიოში, სიდნეიში, ჩიკაგოში ან რიოში ასიათასობით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ეუბნებიან, ჩამობრძანდნენ საქართველოშიო. ეს დიდი ხარჯისა და ფიზიკური შეუძლებლობის გამო არღვევს კონსტიტუციურ უფლებებს და პრაქტიკულად ერთი მილიონამდე ამომრჩეველს აკარგვინებს მონაწილეობას ქვეყნის ხელისუფლების ფორმირებაში. ამომრჩეველთა თითქმის 1/3-ს ვართმევთ უფლებას შეასრულოს თავისი კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლების შექმნაში. ემიგრანტთა არჩევნებში მონაწილეობა დიდი მართლაც არასოდეს ყოფილა, თუმცა არ არის გამორიცხული, ემიგრაციაში მყოფი ამომრჩეველი გააქტიურდეს, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შედეგებზე. ტრადიციულად, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი უპირატესობას აძლევს არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას. აი, იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, არ განმეორდეს, ვთქვათ, მოლდოვის პრეცედენტი, როდესაც როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებითი­ გავლენა მოახდინეს, ჩანს, მმართველი პარტია ცდილობს ამ ცვლილებებით შეამციროს ხელისუფლების დაკარგვის ალბათობა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ცალკე პრობლემაა, რომ ამ კანონპროექტით უფრო მეტად იზღუდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგიც, 2024 წელს იყო სხვადასხვა პირის ჩვენებები, რომ მათ აძლევდნენ სხვადასხვა მოქალაქის პირად ნომერს და ისინი რამდენიმე უბანზე აძლევდნენ ხმას. ვისი პირადი ნომრები იყო? იმ მოქალაქეთა, რომლებიც თავად არ მონაწილეობდნენ არჩევნებში. ნაწილი შეიძლება საქართველოში იყო, მაგრამ დიდი ნაწილი, მაღალი ალბათობით, იყო უცხოეთში, ემიგრანტი ამომრჩეველი, რომელიც არც იქ იღებდა მონაწილეობას და არც აქ. ახლა, როდესაც ემიგრანტებს უცხოეთში ეზღუდებათ ხმის მიცემა, ცხადია, გაიზრდება იმ ემიგრანტთა რაოდენობა, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცემა თავისი საარჩევნო კომისიების მეშვეობით ისინი ისე გაატაროს, თითქოს მიიღეს მონაწილეობა და დააფიქსიროს “ოცნებისთვის” მიცემულ ხმად. ცხადია, ამ სიყალბის ჩადენა უფრო გაუადვილდებათ… დაკვირვების შესაძლებლობა ისედაც ძალიან გართულებული იყო და ახლა ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, განულებულია. მსგავსი თითქოსდა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები რეალურად აკარგვინებს ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგებზე კანონიერი ზემოქმედების შესაძლებლობას, რის შედეგადაც საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობა უფრო შემცირდება და შეამცირებს აღქმას, რომ არჩევნები წესიერად ჩატარდა, რაც არის ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძველი”, – განმარტავს კონსტიტუციონალისტი.“მეორე ჯგუფის ცვლილებები, – პარტიამ რომ მხოლოდ პარტიის წევრი უნდა წარადგინოს კანდიდატად და დამატებით თვითმმართველობის არჩევნებზე საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ არაპარტიული წევრი – იმისთვისაა, რომ შეიზღუდოს პარტიების და საინიციატივო ჯგუფების მოქმედების თავისუფლება. აი, თქვენ და მე ამომრჩევლები ვართ და გვინდა კანდიდატად დავასახელოთ რომელიმე პარტიის წევრი, რომელიც თავისმა პარტიამ არ წარადგინა, მაგრამ ამომრჩეველთა ჯგუფს მიგვაჩნია, რომ ის იქნებოდა კარგი კანდიდატი. აი, ჩვენ ამ უფლებას გვართმევენ და თან ეს ეხება ადგილობრივ თვითმმართველობით ორგანოებს, რადგან საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტია წარადგენს კანდიდატს. ახლა შევხედოთ საპარლამენტო არჩევნებს. ზოგი პარტია არჩევნებზე არ ან ვერ რეგისტრირდება რესურსების ან მხარდაჭერის ნაკლებობის გამო, მაგრამ იდეოლოგიური ერთობა აქვთ სხვა პარტიებთან და მათი ჩართვა სურთ ამ რეგისტრირებულ პარტიებს, ახლა კი მათ ამასაც უკრძალავენ”, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე და შეკითხვაზე – “ანუ გრძელდება მრავალპარტიულობის წინააღმდეგ პოლიტიკა?” – პასუხობს:
“რასაკვირველია, და როცა ვამბობ, რომ ამდაგვარი ცვლილებებიც, ფაქტობრივად ანტიკონსტიტუციურია, ვამბობ იმიტომ, რომ როგორც თითოეული ამომრჩეველი, ასევე ქვეყანაში არსებული თითოეული პარტია ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პროდუქტია. ამომრჩევლები ხომ თავისი სურვილით ქმნიან ამ სხვადასხვა პარტიას? და იმ აკრძალვის დაწესება, რომ გინდა თუ არა ასეთი წესით იმოქმედეო, ამისი ლოგიკური გამართლება ვერ მოვისმინე. კი, შეიძლება ვინმემ თქვას, ამით ვცდილობთ საქართველოში არ იყოს წვრილ-წვრილი პარტიები, არამედ იყოს მსხვილი, ძლიერი პარტიებიო. კი, მაგრამ ვინ ხართ თქვენ, რომ მე და სხვებს აგვიკრძალოთ უფლება, გვქონდეს რამდენიმე წვრილი პარტია, ნაცვლად ერთი ძლიერი პარტიისა? ის, რომ თქვენ არ მოგწონთ წვრილი პარტიები, არ ნიშნავს, რომ მათ არა აქვთ არსებობის უფლება. არსებობის კონსტიტუციური უფლება აქვთ წვრილ და მსხვილ პარტიებსაც. არჩევნებში როგორ მიიღონ მათ მონაწილეობა, ესეც თვითონ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა ხელისუფლების ნებაზე!~
“სხვათა შორის, ეს სხვადასხვა ქვეყანაშიც მომხდარა. გავიხსენოთ, რა მოხდა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერატორი გადადგა, შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც იყო მრავალპარტიული, მაგრამ ეს მთავრობა თებერვალში შეიქმნა, ოქტომბერში ბოლშევიკებმა ის დაამხვეს და შექმნეს თავისი მთავრობა. თუმცა მაშინაც ეს არ იყო მხოლოდ ერთი პარტია, იყო კომუნისტური პარტიის ბოლშევიკური ფრთა, კიდევ სხვებიც და სულ მალე ისინი გაანადგურეს არა მარტო ორგანიზაციულად, ფიზიკურადაც – დაიჭირეს, გადაასახლეს, დახვრიტეს და ბოლოს კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ საბჭოთა კავშირში არის მხოლოდ ერთი პარტია, რომელიც წარმართავს ქვეყნის ცხოვრებას – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია. სხვა ქვეყნებშიც ყოფილა ასეთი რამ და ამის შემდეგ ამ ქვეყნებში როგორი ხელისუფლება შექმნილა? – უკეთეს შემთხვევაში ავტორიტარული, უარეს შემთხვევაში – დიქტატორული. რომ ვამბობ, ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური რეჟიმიდან, უამრავი რამ არის დარღვეული და გააგრძელებენ, თუ გაუვიდათ. გაუვათ თუ არა? საბოლოოდ, ალბათ, არა, მაგრამ ეს საბოლოო როდის დადგება, არ ვიცი. ეს არის დამოკიდებული ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზე”, – დაასკვნის ხმალაძე.