პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში, “ემირეითს სთედიუმზე” ჩრდილოლონდონური დერბი გაიმართა, სადაც “არსენალმა” “ტოტენჰემი” 4:1 გაანადგურა.
“მეთოფეებმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი აკლდა, არტეტას შეგირდებმა ინიციატივა ხელთ თავიდანვე იგდეს. 36-ე წუთზე მიკელ მერინოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ანგარიში ლეანდრო ტროსარმა გახსნა. 41-ე წუთზე კი ებერეჩი ეზემ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ეზემ ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა, 55-ე წუთზე კი რიშარლისონმა სუბიმენდის შეცდომით ისარგებლა და “არსენალს” ულამაზესი გოლი გაუტანა. მიუხედავად ამისა, “მეთოფეებმა” შეტევაში აქტიურობა გააგრძელეს, 76-ე წუთზე ეზემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, “არსენალი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულას იკავებს და უახლოეს მდევარ “‘ჩელსის” 6 ქულით უსწრებს, აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მომდევნო ტურში “მეთოფეები” სწორედ “არისტოკრატებს” ესტუმრებიან.
“ტოტენჰემი” 18 ქულით მეცხრე ადგილზეა და 30 ნოემბერს პრემიერლიგის მომდევნო ტურში “ფულემს” უმასპინძლებს.
შეუძლია თუ არა “ლივერპულს” ამ სეზონშიც პრემიერ ლიგის მოგება – სლოტმა კომენტარი გააკეთა
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს
“ვულვერჰემპტონს” ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლონდონის “ჩელსის” სატრანსფერო მიზანი ნიგერიელი ფეხბურთელი გახდა
“არსენალი” საკას კონტრაქტს გაუგრძელებს
“არსენალი” შეუჩერებელია – “ნაპოლი” “აინტრახტთან” ფრეს დასჯერდა
“სპორტინგმა” ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო – “რეალმა” “იუვენტუსი” ბელინგემის გოლით დაამარცხა
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? – ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
“რეალს” “ტოტენჰემის” მცველის დამატება სურს
“ჩემს თავს გამოვრიცხავ” – კურტუამ ამჟამად ევროპის სამი საუკეთესო მეკარე დაასახელა
ქოჩორაშვილის გარეშე – “სპორტინგი” სტუმრად “იუვენტუსს” ფრედ ეთამაშა
მიჩელი “არსენალში” გადადის – “ნაპოლიში” კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
მიქაუტაძე “ვილიარეალს” ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? – Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე
4-გოლიანი თრილერი – 10-კაციანმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემს” დაუქამბექა
“არსენალმა” “დორტმუნდის” შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
უცნაურია – ESPN-მა ლუკა შევალიე წლის საუკეთესო ტრანსფერად დაასახელა


