გივი მიქანაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობები აღნიშნეს.
„გივი მიქანაძემ საქართველოსა და სომხეთს შორის საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების მიზნით ელჩს ერთობლივი საკომიტეტო სხდომის გამართვასთან დაკავშირებული ინიციატივა გააცნო.
კომიტეტის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით სურვილი გამოთქვა.
მხარეებმა ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა” (Horizon Europe), ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.
სომხეთის ელჩი მიესალმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივებს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარების კუთხით ახალგაზრდების კავშირის მნიშვნელობას. ელჩის მხრიდან გამოითქვა სომეხი და ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით ერთობლივი ფორუმებისა და ბანაკების ორგანიზების ინიციატივა”, – ნათქვამია ინფორმაციაშია.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი