ყურადღების ცენტრში
ურსას ფეიქ ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებენ — ჯგუფმა ვიდეორგოლში
სხვისი კადრები გამოიყენა.
გვერდი „დედამიწის გარშემო“ წერს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ჯგუფი „ურსა“ ავრცელებს ვიდეოს, თითქოს გერმანიაში მათ მხარდასაჭერად ემიგრანტები მივიდნენ — თუმცა გავრცელებული კადრები საერთოდ არ უკავშირდება ურსა-ს კონცერტს და ნიდერლანდებშია გადაღებული.
გვერდის ერთ-ერთი მომხმარებელი გვიყვება:
სპექტაკლის ვიდეო თეატრის ხელმძღვანელს თავად აქვს გაზიარებული 5 ოქტომბერს — ზუსტად იმ დღით.
ურსას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დუსელდორფის კადრები, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი 22 ნოემბერს ნიდერკასელში იყო დაგეგმილი.
მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენები ლოკაციები დუსელდორფს საერთოდ არ შეესაბამება, რაც დამატებით ამყარებს ეჭვს, რომ ურსას მასალა მანიპულაციურია.
ემიგრანტური მოძრაობა „ერთობა“ მანამდე აცხადებდა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა ურსა-ს კონცერტი ნიდერკასელში ჩაშალეს, რის შემდეგაც ჯგუფმა, სავარაუდოდ, ღონისძიება დუსელდორფში გადაიტანა




